კონგოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს ქვეყანაში ებოლას აფეთქების მიუხედავად, მაინც შეძლებს შეძლებს.
კონგოს ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაუშვებენ, მიუხედავად ქვეყანაში გავრცელებული ებოლას ვირუსისა, განაცხადეს კონგოს ფეხბურთის ფედერაციაში (FECOFA).
მანამდე კონგოს ნაკრებმა ეპიდემიის გამო კინშასაში დაგეგმილი შეკრება გააუქმა. მსოფლიო ჩემპიონატის საკითხებზე მომუშავე თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდრიუ ჯულიანიმ განაცხადა, რომ გუნდმა კარანტინი ბელგიაში უნდა გაიაროს, სადაც კონგოელები ვარჯიშობენ და ამხანაგური მატჩების ჩატარებას გეგმავენ.
„კონგოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვერონ მოსენგო ომბას ინიციატივით, 23 მაისს ფიფას წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენცია გაიმართა, რომელიც ებოლას ვირუსის აფეთქებასა და მის შედეგებს მიეძღვნა. მოსალოდნელია, რომ კონგოს ნაკრები, მათი პერსონალი და გულშემატკივრები მსოფლიო ჩემპიონატზე ჩავლენ.
ფედერაციამ ფიფას აცნობა, რომ მიიღო ყველა ზომა, რათა მოთამაშეები ეპიდემიასთან დაკავშირებული რისკის ქვეშ არ დაეყენებინა და აშშ-ის მთავრობის მიერ გამოცხადებული უსაფრთხოების პროტოკოლი დაეცვა. ფედერაციამ დააზუსტა, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის შერჩეული ყველა ფეხბურთელი, ისევე როგორც პერსონალის დიდი ნაწილი, ევროპაში ცხოვრობს და ვარჯიშობს. შესაბამისად, მათი შესაძლო დაინფიცირების საფუძველი არ არსებობს.
FECOFA-ს პრეზიდენტმა ფიფას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ნაკრებმა, რომელიც მოსამზადებელი შეკრების დასაწყებად კინშასაში უნდა ჩასულიყო, შემდეგ კი ბელგიაში გაეგრძელებინა გზა და ბოლოს აშშ-ში გაფრენილიყო, კინშასას ეტაპი გააუქმა, რათა აშშ-ის მიერ დაწესებული მოთხოვნები შეესრულებინა. რაც შეეხება იმ თანამშრომლებს, რომლებიც კინშასადან ბელგიაში სტაჟირებაზე გაფრინდნენ, მათ ქვეყანა 20 მაისს დატოვეს - შესაბამისად, ისინი ევროპაში მინიმუმ 21 დღეს გაატარებენ, სანამ აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.
ამრიგად, შეხვედრის შედეგად FECOFA და ფიფა მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოთამაშეებმა და სამწვრთნელო შტაბმა ამერიკის ხელისუფლების მიერ დაწესებული სანიტარული ნორმები დაავადების პრევენციისთვის სრულად დაიცვეს. დელეგაციას მიეცა რეკომენდაცია, ჩვეულებრივ რეჟიმში მოემზადოს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის“, - ნათქვამია FECOFA-ს განცხადებაში.