• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
მაკტომინეის ისტორიული მაკრატელა კუპიურაზე გამოსახეს
ფეხბურთიფეხბურთი

მაკტომინეის ისტორიული მაკრატელა კუპიურაზე გამოსახეს

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

შოტლანდიის ბანკმა წარმოადგინა შეზღუდული რაოდენობის 20-ფუნტიანი ბანკნოტი, რომელზეც გამოსახულია სკოტ მაკტომინეის დაუვიწყარი მაკრატელა დარტყმა. პროექტი შოტლანდიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნებას ეძღვნება და გულშემატკივრებს უახლოეს კვირებში ამ უნიკალური კუპიურიდან ერთ-ერთის (სულ 100 ცალი დაიბეჭდა) მოგების შანსი ექნებათ.


დიზაინი ჰარმონიულად აერთიანებს ტრადიციული ბანკნოტის ელემენტებს იმ კადრებთან, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მაკტომინეის უმნიშვნელოვანეს გოლზე დანიის ნაკრების წინააღმდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

ეს ისტორიული მომენტი შარშან ნოემბერში, გლაზგოში, ჰემპდენ პარკზე შედგა, როდესაც შოტლანდიამ დანია დრამატულ ბრძოლაში 4:2 დაამარცხა და 1998 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა მუნდიალის საგზური. მაკტომინეიმ ანგარიში სწორედ ამ ეპიკური მაკრატელა დარტყმით გახსნა.


მაკტომიეიმ განაცხადა:


მსოფლიო ფეხბურთის უდიდეს სცენაზე გასვლა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა და ვიცი, რომ ეს ჩვენი გულშემატკივრებისთვის ყველაფერს ნიშნავს. მსგავსი მომენტები ყველას ეკუთვნის, ვინც გუნდს მხარს უჭერს, ამიტომ ჩემი გოლის შოტლანდიურ ბანკნოტზე ხილვა საოცრად განსაკუთრებული გრძნობაა.

კიდევ უფრო ამაყი ვარ იმით, რომ შოტლანდიის ბანკთან თანამშრომლობით ეს პროექტი საქველმოქმედო ორგანიზაცია Crisis-ს დაეხმარება უსახლკარობის პრობლემასთან ბრძოლაში.


შოტლანდიის ბანკის აღმასრულებელმა კომიტეტის თავმჯდომარემ, ემა ნოუბლმა ხაზი გაუსვა კუპიურის მნიშვნელობას:


ასეთ დრამატულ სტილში საგზურის მოპოვება არის მომენტი, რომელსაც გულშემატკივრები არასოდეს დაივიწყებენ. სკოტის მაკრატელა დარტყმა უკვე მიიჩნევა ერის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გოლად. ჩვენთვის პატივი იყო მასთან მუშაობა ამ იდეის გასაცოცხლებლად.


დაბეჭდილი 100-დან 50 ცალი ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის კოლექციონერთა აუქციონების, გათამაშებისა და სპეციალური მოძრავი საცავების (pop-up vaults) მეშვეობით. აუქციონიდან და გათამაშებიდან მიღებული შემოსავალი სრულად გადაერიცხება Crisis Scotland-ს, რომელიც უსახლკარო ადამიანების მხარდაჭერაზე მუშაობს. 

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

დანია
დანიის ნაკრები
მაკტომინეი
მსოფლიო ჩემპიონატი
შოტლანდიის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

განგაში მუნდიალის წინ - მესიმ მოედანი ნაადრევად დატოვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

განგაში მუნდიალის წინ - მესიმ მოედანი ნაადრევად დატოვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქართველები მსოფლიო ჩემპიონატებზე (I ნაწილი)

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქართველები მსოფლიო ჩემპიონატებზე (I ნაწილი)
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კონგოში ებოლამ იფეთქა - ითამაშებს თუ არა ნაკრები მუნდიალზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კონგოში ებოლამ იფეთქა - ითამაშებს თუ არა ნაკრები მუნდიალზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრავმა თუ უბრალო დისკომფორტი? ინტერ მაიამის მწვრთნელის კომენტარი ლეოს შეცვლაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრავმა თუ უბრალო დისკომფორტი? ინტერ მაიამის მწვრთნელის კომენტარი ლეოს შეცვლაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

განგაში მუნდიალის წინ - მესიმ მოედანი ნაადრევად დატოვა

News image

2 სთ წინ

ქართველები მსოფლიო ჩემპიონატებზე (I ნაწილი)

News image

1 სთ წინ

კონგოში ებოლამ იფეთქა - ითამაშებს თუ არა ნაკრები მუნდიალზე?

News image

44 წთ წინ

ტრავმა თუ უბრალო დისკომფორტი? ინტერ მაიამის მწვრთნელის კომენტარი ლეოს შეცვლაზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება