მადრიდის რეალის ლეგენდამ და ექვსგზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა, ტონი კროოსმა რიო ფერდინანდის შოუში სტუმრობისას თავის ყოფილ თანაგუნდელზე, ჯუდ ბელინგემზე ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
გერმანელი ნახევარმცველის ეს კომენტარი ბელინგემის ბრწყინვალე ასპარეზობას მოჰყვა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მან ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ხორვატიის წინააღმდეგ შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა.
კროოსმა აღნიშნა, რომ ბელინგემი მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელია, რადგან მას აქვს ყველანაირი მონაცემი იმისთვის, რომ თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო და სრულყოფილი მოთამაშე გახდეს:
მას თამაშის ფენომენალური გაგება აქვს. ფლობს საკმარის ფიზიკურ ძალას დაცვით დუელებში თავის დასამკვიდრებლად და ამავდროულად, თანაბრად კარგად ურტყამს როგორც მარცხენა და მარჯვენა ფეხით, ისე თავით. ის შესანიშნავად შედის საჯარიმოში და საოცარი მენტალიტეტი აქვს.
შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსმა და ჯუდ ბელინგემმა რეალში მხოლოდ ერთი სეზონი (2023/2024) გაატარეს ერთად, რომელიც ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის დუბლით დაასრულეს.