• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ბელინგემმა ახალი სანაკრებო რეკორდი დაამყარა
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ბელინგემმა ახალი სანაკრებო რეკორდი დაამყარა

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჯუდ ბელინგემი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ევროპელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 4 დიდ საერთაშორისო ტურნირზე ითამაშა.


ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, რომელმაც ხორვატიასთან მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო მატჩში (4:2) ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და გოლიც გაიტანა, ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა.


მატჩის დაწყებით ბელინგემმა გერმანელი ჯამალ მუსიალას რეკორდი გააუმჯობესა.


მუსიალამ რამდენიმე დღით ადრე, კურასაოს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, მსოფლიოს ჩემპიონატისა და ევროპის ჩემპიონატების გათვალისწინებით, 4 ტურნირზე მოთამაშე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელის სტატუსი მოიპოვა.


ბელინგემის დიდი ტურნირების დებიუტი 2021 წელს ჩატარებულ ევროზე შედგა. მოგვიანებით მან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყატარში და ევრო 2024-ზე გერმანიაში ითამაშა. 


ამ სიაში კიდევ ერთი ინგლისელი, მაიკლ ოუენიც ფიგურირებს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 1998 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე, ასევე ევრო 2000-სა და ევრო 2004-ზე.


ყველაზე ახალგაზრდა ევროპელი ფეხბურთელები, რომლებმაც 4 დიდ ტურნირზე ითამაშეს:


ჯუდ ბელინგემი (ინგლისი) - 22 წელი და 353 დღე

ჯამალ მუსიალა (გერმანია) - 23 წელი და 108 დღე

პედრი (ესპანეთი) - 23 წელი და 202 დღე

ჟერემი დოკუ (ბელგია) - 24 წელი და 19 დღე

მაიკლ ოუენი (ინგლისი) - 24 წელი და 182 დღე

ლუკას პოდოლსკი (გერმანია) - 25 წელი და 9 დღე


მიუხედავად იმისა, რომ ბელინგემი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, ის უკვე დიდი ტურნირების ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება.


ხორვატიასთან ჩატარებული მატჩი მისთვის ინგლისის ნაკრების მაისურით დიდ საერთაშორისო ტურნირებზე მე-16 შეხვედრა იყო. ამ მაჩვენებლით მან გადაასწრო ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ფრენკ ლამპარდი, ტონი ადამსი და ბრაიან რობსონი.


უფრო მეტიც, 23 წლამდე ასაკში ჩატარებული 16 მატჩით ბელინგემი ევროპის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა.


მან ერთი მატჩით აჯობა თანაგუნდელ ბუკაიო საკას და ასევე გადაასწრო იოშკო გვარდიოლს (14), პედრის (14), კრიშტიანუ რონალდუსა (12) და მაიკლ ოუენს (12).


ინგლისის ნაკრებში ბელინგემს დიდ საერთაშორისო ტურნირებზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

england
ჯუდ ბელინგემი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

"წყენა, რომელიც მეხმარება" - ჯუდი ხორვატიასთან მატჩზე

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

"წყენა, რომელიც მეხმარება" - ჯუდი ხორვატიასთან მატჩზე
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

„კრიტიკას ვიმსახურებ“ - ბელინგემმა ხალხს თავი შეახსენა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

„კრიტიკას ვიმსახურებ“ - ბელინგემმა ხალხს თავი შეახსენა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ფერდინანდმა ჯუდი დაიცვა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ფერდინანდმა ჯუდი დაიცვა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კროოსი ბელინგემზე: „ის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კროოსი ბელინგემზე: „ის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

18 ივნ, 2026

"წყენა, რომელიც მეხმარება" - ჯუდი ხორვატიასთან მატჩზე

News image

18 სთ წინ

„კრიტიკას ვიმსახურებ“ - ბელინგემმა ხალხს თავი შეახსენა

News image

9 სთ წინ

ფერდინანდმა ჯუდი დაიცვა

News image

3 სთ წინ

კროოსი ბელინგემზე: „ის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება