• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
"წყენა, რომელიც მეხმარება" - ჯუდი ხორვატიასთან მატჩზე
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

"წყენა, რომელიც მეხმარება" - ჯუდი ხორვატიასთან მატჩზე

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო მატჩში ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ (4:2) ინგლისელთა გამარჯვებამ და ჯუდ ბელინგემის ბრწყინვალე თამაშმა ბრიტანულ მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.


პრესა და ექსპერტები აქტიურად განიხილავენ თომას ტუხელისა და მადრიდის რეალის ვარსკვლავის რთულ ურთიერთობას და იმ მიზეზებს, რის გამოც ჯუდი ნაკრების შეუცვლელი ფიგურაა.

მუნდიალის დაწყებამდე მთავარი კითხვის ნიშანი ინგლისის ნაკრების ათიანის პოზიციას ეხებოდა. თომას ტუხელი ბელინგემსა და მორგან როჯერსს შორის აკეთებდა არჩევანს. როჯერსმა ბრწყინვალედ გამოიჩინა თავი გასულ სექტემბერში, როდესაც ჯუდი მხრის ოპერაციის გამო რეაბილიტაციას გადიოდა.


ტუხელმა მატჩის წინ პირდაპირ აღნიშნა, რომ ეს იყო „50-50-ზე გადაწყვეტილება“, რაც ბელინგემის მასშტაბის ვარსკვლავისთვის ნაკლებად სასიამოვნო მოსასმენი აღმოჩნდა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც პრესაში იწერებოდა, რომ ნაკრები მის გარეშე უკეთ თამაშობდა.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის პირველ ნახევარში ხორვატების გოლის ეპიზოდში ჯუდმა ბურთი დაკარგა, მეორე ტაიმში მან სრული ფიზიკური და ტექნიკური დომინაცია მოიპოვა მოედნის ცენტრში.


ბელინგემმა 3 სრიალით ვარდნა შეასრულა (ყველაზე მეტი მატჩში). იგი ბრწყინვალედ ინარჩუნებდა ბურთს პრესინგის დროს, რამაც ინგლისს მატჩის ტემპის მართვის საშუალება მისცა. სწორედ ჯუდმა დააგვირგვინა გუნდური 23-პასიანი კომბინაცია და დომინიკ ლივაკოვიჩის კარში ინგლისელთა მესამე გოლი გაიტანა.


მისი ბავშვობის მწვრთნელის სიტყვები კიდევ ერთხელ გამართლდა - ბელინგემი მოედანზე ერთდროულად ასრულებს ოთხიანის, რვიანისა და ათიანის ფუნქციებს, რაც მას უნიკალურ მოთამაშედ აქცევს.

მატჩის შემდეგ ბელინგემმა არ დამალა, რომ კრიტიკამ მასზე გავლენა მოახდინა:

ცოტა არ იყოს, წყენა მქონდა გულში, მაგრამ როცა ასეთ განწყობაზე ხარ, ყველაზე კარგად სწორედ მაშინ თამაშობ. ეს მეხმარება ფოკუსირებასა და ინტენსივობის პოვნაში. სასიამოვნო იყო ხალხისთვის იმის შეხსენება, თუ რა შემიძლია.


სტადიონიდან გასვლისას ინგლისელი ქომაგები მას „Hey Jude“-ის სიმღერით აცილებდნენ, ხოლო ტუხელმა, რომელმაც მატჩის ბოლოს დეკლან რაისის ტრავმის შემდეგ ჯუდი უფრო ღრმად, საყრდენ ზონაში დასწია, აღიარა, რომ ბელინგემი სწორედ ის მოთამაშეა, რომელსაც წნეხის ქვეშ მუშაობა ყველაზე მეტად უყვარს.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

england
ინგლისის ნაკრები
ჯუდ ბელინგემი
მსოფლიო ჩემპიონატი
თომას ტუხელი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

I ტურის საუკეთესო XI

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

I ტურის საუკეთესო XI
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ვაჰი მატჩების ჩაწყობის ბრალდებით კანადაში არ შეუშვეს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ვაჰი მატჩების ჩაწყობის ბრალდებით კანადაში არ შეუშვეს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

გაბრიელმა ბრაზილიის ვარჯიში გამოტოვა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

გაბრიელმა ბრაზილიის ვარჯიში გამოტოვა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მარტინესი ალ-ნასრთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მარტინესი ალ-ნასრთან აწარმოებს მოლაპარაკებებს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

5 სთ წინ

I ტურის საუკეთესო XI

News image

2 სთ წინ

ვაჰი მატჩების ჩაწყობის ბრალდებით კანადაში არ შეუშვეს

News image

2 სთ წინ

გაბრიელმა ბრაზილიის ვარჯიში გამოტოვა

News image

2 სთ წინ

მარტინესი ალ-ნასრთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება