პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი საუდის არაბეთის კლუბ ალ-ნასრთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, სადაც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს.
გამოცემა RMC Sport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის კონტაქტი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე შედგა.
მარტინესს პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი მიმდინარე მუნდიალის დასრულებისთანავე ეწურება და სავარაუდოა, რომ ის პოსტს ტურნირის შემდეგ დატოვებს. ბელგიის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს ახალი სამუშაო ადგილი, როგორც ჩანს, უკვე გადაწყვეტილი აქვს.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო მატჩში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ფრე, 1:1 ითამაშა. 40 წლის რონალდუმ მოედანზე სრული 90 წუთი გაატარა. ამ ფრესა და პარალელურ მატჩში უზბეკეთთან კოლუმბიის გამარჯვების შემდეგ, პორტუგალია K ჯგუფში ამ დროისთვის მესამე ადგილს იკავებს.