2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სტარტზე აშშ-ის ნაკრების მიერ პარაგვაის განადგურების (4:1) შემდეგ, მედიის ყურადღება კრისტიან პულიშიჩმა და ფოლარინ ბალოგუნმა მიიპყრეს.
თუმცა, გუნდის ყოფილმა მეკარემ, კეისი კელერმა GOAL-თან ინტერვიუში ყურადღება იმ სამ ფეხბურთელზე გაამახვილა, რომლებმაც მაურისიო პოჩეტინოს ტაქტიკაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს.
„ოქროს თაობის“ ისტორიული სტარტი
საკუთარ მოედანზე მოასპარეზე აშშ-ის ოქროს თაობისგან გულშემატკივარი ბევრს ელოდა. პულიშიჩის ლიდერობით ამერიკელებმა მოლოდინს გადააჭარბეს და მუნდიალების ისტორიაში ნაკრებისთვის სარეკორდო მატჩი ჩაატარეს - მათ მსოფლიო პირველობაზე 4 გოლი პირველად გაიტანეს. პულიშიჩისა და ბალოგუნის ბრწყინვალე თამაშს მატჩის მიწურულს ჯო რეინას ეფექტური გოლიც დაემატა.
კელერის აზრით, ამ ისტორიული გამარჯვების მთავარი შემოქმედი მოედნის ცენტრში მოთამაშე სამეული იყო: ვესტონ მაკკენი (იუვენტუსი), ტაილერ ადამსი (ბორნმუთი) და მალიკ ტილმანი (ლევერკუზენი).
ეს ბიჭები ანონიმები არ არიან, თუმცა მათ ერთად თამაშის დიდი გამოცდილება არ ჰქონდათ. პოჩეტინოს მოსვლის შემდეგ გუნდს ერთი და იგივე შემადგენლობით ორჯერ არ უთამაშია, ამიტომ ყველას აინტერესებდა, რამდენად სწრაფად შეთამაშდებოდნენ
მიმაჩნია, რომ ნახევარდაცვის ამ ტრიომ ბრწყინვალე ბალანსი იპოვა. ისინი საიმედოდ იცავდნენ ზურგს და ამავდროულად, შეტევაშიც პროგრესულები იყვნენ. მაღალი პრესინგით მათ პარაგვაი საკუთარ ნახევარზე ჩაკეტეს, თითქმის ყველა ორთაბრძოლა მოიგეს და მეტოქე უბრალოდ გაანადგურეს
აშშ-ის ნაკრები მომდევნო შეხვედრას სიეტლში, ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში, პოჩეტინოს გუნდი ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდებს 1/16-ფინალის საგზურს.