კრიშტიანუ რონალდუს დამ ბრუნო ფერნანდეშის გამაკრიტიკებელი პოსტი მოიწონა.
პორტუგალიის ნაკრების ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს დამ, კატია ავეირუმ ინსტაგრამზე ბრაზილიური გვერდის, Na Canela-ს მიერ გამოქვეყნებული პოსტი მოიწონა, სადაც ბრუნო ფერნანდეშია გაკრიტიკებული.
პოსტში მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი დახასიათებულია სიტყვით „pipoca“ (პოპკორნი). ბრაზილიურ სლენგში ეს ტერმინი აღნიშნავს ფეხბურთელს, რომელიც ერთ გუნდში (მაგალითად, კლუბში) თავს ბრწყინვალედ აჩვენებს, თუმცა შემდეგ „იმალება“ და იგივე დონის თამაშს სხვაგან (ამ შემთხვევაში - ნაკრებში) ვეღარ აჩვენებს.
„ის პორტუგალიელი რაფინიაა: ნაკრებში ის ხშირად უბრალოდ ორთქლდება“, - ეწერა პოსტში, რომელსაც თან ახლდა ბრუნო ფერნანდეშის ფოტო პორტუგალიის ეროვნული გუნდის ფორმით.
