მადრიდის რეალის ყოფილმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, სანტიაგო ბერნაბეუს ფეხბურთელებისადმი სტვენაზე ისაუბრა.
სტვენა შედეგების მიღწევაში გუნდს ვერ ეხმარება
სტვენა ბერნაბეუზე? თუ ქომაგები მატჩების წინ სტვენას გააგრძელებენ, ეს საერთოდ არ გაამარტივებს იმ მიზნის მიღწევას, რომელსაც კლუბი და ყველა დანარჩენი ისახავს — გამარჯვებას და კარგ თამაშს.
ამ ეტაპზე რეალი მართლაც არ არის საუკეთესო ფორმაში. არსებული სიტუაციიდან გამოსვლა გუნდს მხოლოდ ძლიერი შედეგებით, საბრძოლო სულით და ხარისხიანი თამაშით შეუძლია.
თუ ბერნაბეუს შენთვის არ დაუსტვენია — დიდებული ვერ იქნები
ასეთი რამ ყველას გამოგვივლია. ფეხბურთელი, რომლისთვისაც ბერნაბეუს არასდროს დაუსტვენია — დიდებული ვერ იქნება. აიაქსთან მარცხის შემდეგ (1:4) მეც დამისტვინეს.
ახლა მადრიდი იდეალური ფორმისგან შორსაა, თუმცა ოქროს თაობასაც ჰქონდა რთული პერიოდები. მაგალითად, სამეფო თასიდან მესამე დივიზიონის გუნდმა გამოგვაგდო. ასევე, ზედიზედ სამი მოგებული ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, 2018/19 სეზონი კატასტროფულად ცუდი გამოვიდა. თუმცა, საბოლოოდ სიტუაციის შემოტრიალება და თამაშის გაუმჯობესება მაინც შევძელით.
მეორე სეზონია რჩება შთაბეჭდილება, რომ გუნდი ვერ პროგრესირებს
გასული სეზონი რეალისთვის გარდამავალი იყო, რადგან კლუბმა ვერცერთი დიდი ტიტული ვერ მოიგო, რაც ჩვეულებრივ ახალი ეტაპის დასაწყისად ითვლება. თუმცა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკვე მეორე სეზონია გუნდი ვერ პროგრესირებს, თუ გავითვალისწინებთ ზეწოლას, სტვენას და სხვა პრობლემებს.
მიუხედავად ამისა, რეალი არაა ის კლუბი, სადაც ასეთ ხანგრძლივ წარუმატებლობას შეეგუებიან. ეს ნათლად გამოჩნდა მთავარი მწვრთნელის შეცვლით და ფეხბურთელების მისამართით გულშემატკივრების რეაქციით.
ვფიქრობ, ფეხბურთელები აცნობიერებენ იმ პრობლემების მასშტაბს, რომელთა წინაშეც დგანან. მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათ აქვთ საკმარისი მენტალური ძალა, რომ წინ იარონ და არსებული ვითარება შეცვალონ“.