პროფესიონალურ კარიერაში გატანილი გოლებით მადრიდის რეალის ფრანგი ვარსკვლავი, კილიან მბაპე, ბრაზილიელ რონალდოს გაუტოლდა.
მონაკოს კარში გატანილი მე-2 გოლი მბაპესთვის 414-ე აღმოჩნდა და მან რონალდოს კარიერული მაჩვენებელი 27 წლის ასაკში გაიმეორა.
მბაპე შევჩენკოსა და ჯეკოს გაუთანაბრდა - ევროტურნირების ბომბარდირთა ტოპ 10
ამჟამად, კილიანის უახლოესი სამიზნეები არიან:
სერხიო აგუერო — 426 გოლი
სამუელ ეტო'ო — 427 გოლი
დავიდ ვილია — 427 გოლი
რაული — 432.
256 გოლი მბაპემ პსჟ-ში გაიტანა, 76 რეალში, 27 მონაკოში და 55 საფრანგეთის ნაკრებში.