კილიან მბაპე, ევროტურნირებზე გატანილი გოლების რაოდენობით, ედინ ჯეკოსა და ანდრეი შევჩენკოს გაუთანაბრდა და მათთან მე-8 ადგილს იყოფს.
ფრანგმა ვარსკვლავმა ყოფილ გუნდ მონაკოსთან დუბლი შეასრულა, ევროტურნირებზე 67 გოლი მოაგროვა - მათგან 66 ჩემპიონთა ლიგაზე შეაგდო, 1 კი უეფა-ს სუპერ თასზე.
მბაპეს მომდევნო გაჩერება მე-7 ადგილია, რომელზეც ამჟამად ბაიერნის ლიდერი, ჰარი კეინია - კილიანს მასთან 2 გოლი აშორებს.
ყველა ევროტურნირზე გატანილი გოლების ჯამური რაოდენობით, საუკეთესო ბომბარდირთა ტოპ 10 ასე გამოიყურება:
1. კრიშტიანუ რონალდუ - 145;
2. ლიონელ მესი - 132;
3. რობერტ ლევანდოვსკი - 113;
4. კარიმ ბენზემა - 92;
5. რაულ გონსალესი - 77;
6. ფილიპო ინძაგი - 70;
7. ჰარი კეინი - 69;
8. კილიან მბაპე - 67;
9. ედინ ჯეკო - 67;
10. ანდრეი შევჩენკო - 67.
მბაპეს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის 6 მატჩში (სიტისთან ტრავმის გამო ვერ ითამაშა) 11 გოლი აქვს და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია - კონკურენტებს მინიმუმ 5 გოლით უსწრებს.