მარკ კუკურელია მზად არის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემთხვევაში ესპანეთის მწვრთნელის სახის ტატუ გაიკეთოს.
ესპანეთის ნაკრებისა და ჩელსის მცველმა, მარკ კუკურელიამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ განაცხადა, რომ მზად არის ახალი ნიძლავი დადოს.
„თუ მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ, ლუის დე ლა ფუენტეს სახის ტატუს გავიკეთებ!“, - განაცხადა ფეხბურთელმა COPE-სთან ინტერვიუში.
2024 წელს ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, რის შემდეგაც კუკურელიამ თმები წითლად შეიღება და თავისი პირობა შეასრულა.
ესპანეთი 15 ივნისს, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სასტარტო მატჩში კაბო-ვერდეს წინააღმდეგ ითამაშებს.
