კილიან მბაპემ საფრანგეთის ნაკრებში გამოცდილი მოთამაშის სტატუსზე ისაუბრა.
„მე უკვე გამოცდილი ფეხბურთელი ვხდები. სიამოვნებას მანიჭებს გუნდის ემოციური ლიდერობა.
ბიჭებისთვის ფეხბურთის თამაშის სწავლებას არ ვაპირებ - ეს შეცდომა იქნებოდა.
თუმცა ემოციური მხარე, იმის გაცნობიერება, რომ მთელი მსოფლიო სუნთქვაშეკრული გადევნებს თვალს - ეს ისაა, რასთან გამკლავებაც უნდა შეგეძლოს.
გუნდის შექმნა ადამიანების გაერთიანებაა და ამას კარგად მართვა სჭირდება. ისევე როგორც კონცენტრაციას. კონცენტრაციის დაკარგვა არ შეიძლება, მისი კონტროლიც რთულია.
ჩვენ გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე შეიძლება ერთი მატჩი წააგო და სახლში წახვიდე. ამიტომ ყველაფრის კონტროლის უნდა გვქონდეს“, - განაცხადა კილიან მბაპემ M6-თან ინტერვიუში.