ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

კვარას ახალი კონკურენტი? - როგორი იქნება პსჟ ახალ სეზონში
ფეხბურთიფეხბურთი

კვარას ახალი კონკურენტი? - როგორი იქნება პსჟ ახალ სეზონში

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კვლავ დიდი დროა დარჩენილი და როგორც არაერთი გრანდი, არც პარი სენ-ჟერმანი აპირებს ამ დროის უქმად გაფლანგვას. დღევანდელ ბლოგში ლუის ენრიკეს გუნდის იმ სამიზნეებზე მოგიყვებით, რომლებიც შესაძლოა ამ ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას გუნდელები გახდნენ.


ზაიონ სუზუკი


ფაქტია, ლუკას შევალიემ ლუის ენრიკეს გაცემული ავანსები ვერ გაამართლა - ლილიდან პარიზში 40 მილიონად გადაბარგებული ფრანგი ძირითადი შემადგენლობიდან მატვეი საფანოვმა ამოაგდო. თავის მხრივ, ვარსკვლავები ვერც რუსმა კიპერმა მოწყვიტა, ამიტომ ენრიკემ ახალი მეკარის ძებნა დაიწყო და საბოლოო არჩევანი წლევანდელი მუნდიალის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეზე გააკეთა.


პარმას იაპონელი მეკარე პარიზული გრანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა და როგორც ფაბრიციო რომანო გვამცნობს, პსჟ-მ უკვე გაუკეთა იტალიურ კლუბს 33-მილიონევროიანი შეთავაზება.



მანეს აკლიუში 


პსჟ-მ უკვე მიაღწია შეთანხმებას მონაკოსთან ლიგა 1-ის გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის გადმობირების საკითხზე - მანეს აკლიუში პარიზულ გუნდს 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება. ფრანგი გარემარბი გასულ მუნდიალზე დეშამის გუნდის წევრიც იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ ათი წუთი დაჰყო. 24 წლის ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმება პარიზში შემდეგ კვირასაა დაგეგმილი.



ფერან ტორესი


კიდევ ერთი დიდი სახელი, რომელიც ლუის ენრიკეს სიაშია, მუნდიალის ფინალის გამარჯვების გოლის ავტორი ფერან ტორესია. რანდალ კოლო მუანისა და გონსალო რამოშის გაყიდვის შემდეგ, პარიზული კლუბი ფორვარდების ნაკლებობას განიცდის - კვარას ერთ-ერთ მეწყვილედ კი ბარსელონას შვიდიანი განიხილება. 


ამჟამად კონტრაქტი ბარსელონასთან მაქვს, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება


განაცხადა ფერან ტორესმა NBC-სთან ინტერვიუში. თავის მხრივ, ბარსელონა ფეხბურთელის სურვილის შემთხვევაში მისთვის ხელის შეშლას არ აპირებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხას მოითხოვს კატალონიური კლუბი ესპანელი ფორვარდის სანაცვლოდ.



ბრედლი ბარკოლა


ლივერპულმა  ბრედლი ბარკოლას ტრანსფერის თაობაზე პარიზულ კლუბთან ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყო - მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ლივერპულმა მიანიშნა, რომ 100 მილიონ ევროზე მეტის გადახდისთვის მზადაა, თუმცა ეს ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ თანხას, რომელსაც პსჟ ფეხბურთელის სანაცვლოდ ითხოვს.


შეთანხმებამდე ჯერ კიდევ გარკვეული გზაა გასავლელი და მოლაპარაკებები დროს მოითხოვს, თუმცა მერსისაიდული კლუბის მიზანი უცვლელია - კლუბს ბარკოლას გაფორმება სურს. რაც შეეხება თავად ფრანგს, 23 წლის გარემარბი ლივერპულში გადასვლით დაინტერესებულია. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, ის პარი სენ-ჟერმენთან ახალი კონტრაქტის გააფორმებას აღარ აპირებს.



მიკა გოდსტი


მას შემდეგ რაც ბრედლი ბარკოლას მერსისაიდში გადაბარგება რეალური გახდა, პსჟ-მ აიაქსს მიკა გოდსტის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ოფიციალური  შეთავაზება გაუგზავნა. პსჟ-მ 21 წლის ბელგიელთან პირადი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმებას უკვე მიაღწია - გოდსტმა ლუის კამპოსთან საუბრის შემდეგ პარიზული კლუბის პროექტი მოიწონა და ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა. 


პირველი ოფიციალური შეთავაზება 40 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს შეადგენს, თუმცა აიაქსი ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს. მიუხედავად ამისა, მხარეები შეთანხმებას სულ უფრო უახლოვდებიან.



ლუკას დინი


პარიზულმა კლუბმა უკვე დაიმატა ფრანგი მარცხენა მცველი ლუკა დინი - დიდიე დეშამის ნაკრების წევრმა პსჟ-სთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. 33 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ფრანგულმა კლუბმა ასტონ ვილას დაახლოებით 10 მილიონი ევრო გადაუხადა.
გონსალო რამოშისა და რანდალ კოლო მუანის მსგავსად, პარიზული კლუბი კიდევ ერთმა შემტევმა, კანგ-ინ ლიმ დატოვა - სამხრეთ კორეელი გარემარბი მადრიდის ატლეტიკოს 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.



როგორც ფრანგულ პრესაში იწერება პსჟ ცენტ ფორვარდის პოზიციაზე კიდევ რამოდენიმე ვარიანტს განიხილავს, თუმცა ამ ფეხბურთელების მიმართ პარიზული ინტერესი ჯერ რეალური არ არის. ლაპარაკია მონაკოს ამერიკელ შემტევ, ფოლარინ ბოლოგუნსა და ბორნმუთის 20 წლის ფრანგ ფორვარდ, ელი ჯუნიორ კრუპზე. ასევე კვლავ არ წყდება საუბარი ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მეწყვილის, ვიქტორ ოსიმენის პარიზში გადმობარგებაზე, თუმცა ნიგერიელის ტრანსფერის შეახებ ჯერ არცერთ ავტორიტეტულ გამოცემას არაფერი დაუწერია.

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

პსჟ
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

პსჟ ახალ მეკარეს იმატებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ ახალ მეკარეს იმატებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინტერესი რეალურია - ბარსელონამ ფერანის ფასი დაასახელა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინტერესი რეალურია - ბარსელონამ ფერანის ფასი დაასახელა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის გრანდმა პსჟ-სთან მოლაპარაკებები დაიწყო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის გრანდმა პსჟ-სთან მოლაპარაკებები დაიწყო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოულოდნელი პირველადგილოსანი - ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოულოდნელი პირველადგილოსანი - ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

02 აგვ, 2026

პსჟ ახალ მეკარეს იმატებს

News image

02 აგვ, 2026

ინტერესი რეალურია - ბარსელონამ ფერანის ფასი დაასახელა

News image

20 სთ წინ

პრემიერ ლიგის გრანდმა პსჟ-სთან მოლაპარაკებები დაიწყო

News image

10 წთ წინ

მოულოდნელი პირველადგილოსანი - ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტები

კომენტარები

ლინკის დაკოპირება