ბრიტანულმა ინტერნეტ-გამოცემა The Independent-მა ოქროს ბურთის მოპოვების მთავარი პრეტენდენტების რეიტინგი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ამ გამოცემის ათეულში, რომელიც, საბედნიეროდ, არაფერს წყვეტს, ვერ მოხვდა პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც განვლილ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და გუნდს ტიტული ზედიზედ მეორედ მოაგებინა.
სიის პირველი ადგილი მანჩესტერ სიტისა და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, როდრიმ დაიკავა. სრული ათეული ასე გამოიყურება:
1. როდრი (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი);
2. ჰარი კეინი (ბაიერნი, ინგლისი);
3. ლამინ იამალი (ბარსელონა, ესპანეთი);
4. კილიან მბაპე (რეალი, საფრანგეთი);
5. ლიონელ მესი (ინტერ მაიამი, არგენტინა);
6. უსმან დემბელე (პსჟ, საფრანგეთი);
7. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია);
8. ჯუდ ბელინგემი (რეალი, ინგლისი);
9. მაიკლ ოლისე (ბაიერნი, საფრანგეთი);
10. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი, ბრაზილია).