ავტორიტეტული ფრანგული ჟურნალის, L'Equipe-ს დღევანდელი გამოცემის მთავარ გარეკანზე ქართველი სუპერვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.
ჟურნალი კვარასთვის ოქროს ბურთის მიცემას ითხოვს:
„მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენილი, სადაც არცერთ ფეხბურთელს არ გამოუჩენია თავი განსაკუთრებულად, პსჟ-ის ქართველი თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელია, ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული არაჩვეულებრივი კამპანიის წყალობით, ოქროს ბურთის ლეგიტიმური კანდიდატი გახდა.“
ფოტოზე კვარა სწორედ ოქროს ბურთის ფონზეა გამოსახული.
