იუვენტუსი პსჟ-სთან რანდალ კოლო-მუანის სრულფასოვან ტრანსფერზე შეთანხმდა.
ინსაიდერ ფაბრიციო რომანოს ცნობით, ფრანგმა ფორვარდმა ტურინში გაფრენისა და სამედიცინო შემოწმების გავლის ნებართვა უკვე მიიღო.
მანამდე იწერებოდა, რომ იუვე კოლო-მუანის იჯარის შემდეგ 38+12 მილიონ ევროდ გამოსყიდვას გეგმავდა. თუმცა, რომანო ამტკიცებს, რომ რანდალი იტალიურ კლუბში პირდაპირ სრულფასოვანი ტრანსფერით გადავა.
ფრანგი თავდამსხმელი ტურინული კლუბის ღირსებას 2024/25 წლების სეზონშიც იცავდა.
გასული სეზონი მან იჯარის წესით ტოტენჰემში გაატარა, სადაც პრემიერლიგის 30 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო.