მადრიდის რეალის ყოფილმა მცველმა, ნაჩო ფერნანდესმა განაცხადა, რომ მარკ კუკურელიას აქვს ყველაფერი, რათა სამეფო კლუბში წარმატებას მიაღწიოს.
ესპანეთის ნაკრების 28 წლის მცველი მადრიდში ამ ზაფხულს ჩელსიდან გადავიდა.
„რას ვფიქრობ კუკურელიას რეალში ტრანსფერზე? ვფიქრობ, აქ ყველაზე მეტად სიტყვა მეგატრანსფერი გამოდგება. ინტენსივობა, ასპროცენტიანი თავდადება, მუდმივი სურვილი, იბრძოლოს საკუთარი გუნდისთვის...
ის ფლობს იდეალურ თვისებებს რეალში სათამაშოდ. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ახლა ის სწორედ ისეთი ფეხბურთელია, რომელიც გუნდს ძალიან წაადგება, რადგან ასეთ მომენტებში ზუსტად მსგავსი ენერგია და ინტენსივობაა საჭირო.
კუკურელიას კარგად ვიცნობ და, რა თქმა უნდა, საუკეთესოს ვუსურვებ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რეალში ის გააგრძელებს საკუთარი ოცნებების ასრულებასა და დასახული მიზნების მიღწევას“, – განაცხადა ნაჩომ.