• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
,,კვარაცხელია ოქროს ბურთის ფავორიტებს შორის უნდა იყოს" - Goal-ის სტატია
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

,,კვარაცხელია ოქროს ბურთის ფავორიტებს შორის უნდა იყოს" - Goal-ის სტატია

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ხვიჩა კვარაცხელია ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგის MVP-ია და პსჟ-ის ვარსკვლავი ოქროს ბურთის ფავორიტებს შორის უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს - ცნობილი გამოცემა Goal.com ქართველი ფეხბურთელის ოქროს ბურთის შანსებს სტატიას უძღვნის.


კროოსების პოდკასტის, Einfach mal Luppen-ის ერთ-ერთ ბოლო ეპიზოდში, ტონის ძმა ფელიქსმა გაამხილა, რომ მიუნხენის ბაიერნისა და პარი სენ-ჟერმენის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩის დროს ჩანაწერებში ასეთი სიტყვები ჩაწერა:


ხვიჩა კვარაცხელია, ოქროს ბურთი.


ტონიმ აღიარა, რომ თავადაც ქართველი ვარსკვლავის დიდი გულშემატკივარია, თუმცა ერთი პრობლემაც აღნიშნა:


ის მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდება.


მადრიდის რეალის ყოფილი ნახევარმცველის ეს შენიშვნა სამართლიანი იყო. მსოფლიო ჩემპიონატი ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს ოქროს ბურთის ხმის მიცემაზე, ხოლო კვარაცხელიას არც კი აქვს შესაძლებლობა ამ ზაფხულს ჩრდილოეთ ამერიკაში გასამართ მუნდიალზე ითამაშოს, რომ აღარაფერი ვთქვათ თასის მოგებაზე.


მაგრამ მართლა უნდა გამორიცხავდეს საქართველოს ნაკრების ვერ გასვლა კვარაცხელიას ოქროს ბურთის რბოლიდან?


ბოლოს და ბოლოს, მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე მასზე უკეთ არავის უთამაშია და თუ ქართველი ვარსკვლავი შაბათს არსენალთან ფინალშიც დრიბლინგების კიდევ ერთ შოუს დადგამს, ნუთუ ოქროს ბურთს არ დაიმსახურებს?



დემბელეს მხარდაჭერა


თავისი თავმდაბალი ხასიათიდან გამომდინარე, კვარაცხელიას ბოლო პერიოდში უფრო ხშირად უსაუბრია უსმან დემბელეს ოქროს ბურთის შანსებზე, ვიდრე საკუთარზე.


„უსმანი გამორჩეული ფეხბურთელია. ეს კიდევ ერთხელ ვნახეთ ამ საღამოს,“ - თქვა კვარაცხელიამ მას შემდეგ, რაც დემბელემ ენფილდზე ლივერპულთან 2:0 მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა 14 აპრილს.


მან აჩვენა, რატომ მოიგო შარშან ‘ოქროს ბურთი’. და მას შეუძლია ეს ჯილდო კიდევ არაერთხელ მოიგოს.


დემბელეს მართლაც აქვს რეალური შანსი ტიტულის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ამ ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის უცვლელი წევრი იქნება.


თუმცა მიმდინარე სეზონში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ კვარაცხელიაა და არა - დემბელე. მეტიც, ქართველი განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე.



გადამწყვეტი ცვლილება


მიუხედავად იმისა, რომ ოქროს ბურთი უკვე მთლიან საკლუბო სეზონს მოიცავს, უნდა გვახსოვდეს, რომ 2025 წლის დასაწყისში დემბელე ჯერ კიდევ ერთ-ერთ ყველაზე გაუმართლებელ ტალანტად ითვლებოდა.


მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლუის ენრიკემ იგი შეტევის ცენტრში გადაიყვანა, ფრანგმა თავისი მსოფლიო დონის პოტენციალი სრულად გამოავლინა.


უეცრად, დემბელე ფლანგზე მოთამაშე და ხშირად არაეფექტური ვინგერიდან ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ თავდამსხმელად გადაიქცა. ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა პსჟ-ს ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგის მოგებაში უდიდესი როლი ითამაშა პლეი-ოფში 4 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით.


კვარაცხელია კი, თავის მხრივ, საყვარელ პოზიციაზე, მარცხენა ფლანგზე, დარჩა, თუმცა პსჟ-ს ზედიზედ მეორე ფინალში გასვლის მთავარი ფიგურა გახდა.



„მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი“


მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე არცერთ ფეხბურთელს არ აქვს გოლებში უფრო მეტი უშუალო მონაწილეობა, ვიდრე კვარაცხელიას (16). ქართველმა თავად 10 გოლი გაიტანა, მათგან 7 - მხოლოდ პლეი-ოფში.


ის გამორჩეული იყო ჩელსისთან 8:2 გამარჯვების ორივე მატჩში და ზედიზედ მე-3 მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ლივერპულთან მეოთხედფინალის მოგების შემდეგ მიიღო.


თუმცა ბევრის აზრით, სწორედ ბაიერნთან ეპიკური 5:4 გამარჯვების შემდეგ დამკვიდრდა კვარაცხელია ოქროს ბურთის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად.


კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ის კიდევ უფრო განვითარდება.


,,არ ვიცი, დარჩება თუ არა მარცხენა ფლანგზე, რადგან ნებისმიერ სიტუაციაში ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს.


ზოგ მომენტში ის მთელ გუნდს მიათრევს. მომწონს მისი ინტელექტი. ის დამატებითი მოთამაშეა ნახევარდაცვაში და ამავე დროს შეტევაში განსხვავებას ქმნის. უბრალოდ წარმოუდგენელია.“ - განაცხადა ნიდერლანდელმა ლეგენდამ კლარენს ზეედორფმა Amazon Prime-ზე.



დიდი მატჩების ფეხბურთელი


უკვე დიდი ხანია ნათელია, რომ კვარაცხელია თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური მოთამაშეა. ნაპოლის გულშემატკივრები იმდენად მოიხიბლნენ მისი დრიბლინგით, რომ 2022 წლის ივლისში ბათუმის დინამოდან გადასვლიდან 2 თვეში უკვე დიეგო მარადონას ადარებდნენ.


ლუის ენრიკეს მოსწონს მეტსახელი „კვარადონა“ და ცოტა ხნის წინ აღიარა კიდეც, რომ თავადაც იყენებს მას.


თუმცა ქართველში ყველაზე მეტად არა ტექნიკა, არამედ მენტალიტეტი მოსწონს.


კვარაცხელიას დიდი მატჩების მოთამაშის რეპუტაცია აქვს და ნანტთან 22 აპრილის 2-გოლიანი მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ ხუმრობით თქვა:


დღეს აერია და ეგონა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა!


თუმცა მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მოსაზრება, თითქოს პსჟ-ს ზოგი ფეხბურთელი თავს მხოლოდ ევროტურნირებისთვის ინახავს, კვარაცხელია ნამდვილად არ არის ასეთი.


ხვიჩა მთელი სეზონის განმავლობაში მაღალ დონეზე თამაშობს.


„და მე მხოლოდ მის შეტევით თვისებებს არ ვგულისხმობ, რადგან ეს ყველამ იცის. ვსაუბრობ მის ხასიათზე, იმაზე, როგორ იცავს თავს ნებისმიერ მატჩში.“ - აღნიშნა ენრიკემ.


მაგრამ ყოველთვის ასე არ ყოფილა.



ლუის ენრიკეს გავლენა


კვარაცხელიამ თავადაც აღიარა, რომ ნაპოლიში დაცვით ფუნქციებს ნაკლებ ყურადღებას უთმობდა.


პარიზში გადასვლის შემდეგ ამ კუთხით ძალიან განვვითარდი და მოედანზე მებრძოლიც გავხდი.


„ყოველთვის ვცდილობ, 100 პროცენტი დავდო, დაცვაშიც კი, და მწვრთნელი ამაში ძალიან დამეხმარა.“ - უთხრა მან Le Parisien-ს.


მართლაც, კვარაცხელიას არაერთხელ უსაუბრია იმაზე, თუ რამდენად დიდი გავლენა მოახდინა ლუის ენრიკემ მის განვითარებაზე ბოლო 18 თვის განმავლობაში.


ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მისმა ადამიანურობამ მოახდინა.


„მწვრთნელის როლი ფეხბურთელის კარიერაში წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. როცა ადამიანი მშვიდად გესაუბრება და ყველაფერს გიხსნის, ფეხბურთელიც ორმაგად ცდილობს უკეთ ითამაშოს.


ლუის ენრიკე გაძლევს შეგრძნებას, რომ მოედანზეც და მის გარეთაც ყველაფერი უნდა გაიღო - მისთვის, კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის. ის დიდი პატივისცემითა და სიცხადით გექცევა.“ - განაცხადა ქართველმა UEFA-სთან ინტერვიუში.


ამ ურთიერთობის შედეგი არის თითქმის სრულყოფილი ფეხბურთელი - დაუღალავი ვინგერი ელვის სისწრაფის ფეხებით, რომელიც ბურთს ზედმეტად არასოდეს იჩერებს. შედეგად, ის ახლა ისეთივე შრომისმოყვარეა, როგორიც ეფექტური.


სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა კვარაცხელია მეტოქეებს არ ატყუებს, ის მუდმივად მათ პრესინგში ამყოფებს და მთელი 90 წუთის განმავლობაში ნამდვილ კოშმარად იქცევა ნებისმიერი გუნდისთვის.



ღირსეული გამარჯვებული


GOAL-თან ინტერვიუში არსენალის ლეგენდამ რეი პარლორმაც უკვე აღნიშნა, რომ ფინალის წინ არსენალმა ყველაზე მეტად სწორედ კვარაცხელიაზე უნდა იზრუნოს და სრულიად სამართლიანად.


ქართველი ჯორჯ ბესტი ისტორიულ ფორმაშია. ბაიერნთან საპასუხო მატჩში დემბელესთვის გაკეთებული საგოლე გადაცემით კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ 7 მატჩში გოლში მონაწილეობა მიიღო.


თუ ის ამ საოცარ სერიას ბუდაპეშტის ფინალშიც გააგრძელებს, დიდი ალბათობით მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი გახდება.


რა თქმა უნდა, მუნდიალში მონაწილეობის გარეშე პირველ ადგილზე დარჩენა რთული იქნება და ბევრი რამ მის კონკურენტებზე იქნება დამოკიდებული.


1995 წლიდან, როცა ოქროს ბურთის მოგება არაევროპელ მოთამაშეებსაც შეეძლოთ, მსოფლიო ჩემპიონატის წლებში გამარჯვებულთა შორის ოთხმა ფეხბურთელმა მუნდიალიც მოიგო: ზინედინ ზიდანმა (1998), რონალდომ (2002), ფაბიო კანავარომ (2006) და ლიონელ მესიმ (2023 - 2022 წლის გადადებული მუნდიალის გამო). მე-5 გამარჯვებულმა, ლუკა მოდრიჩმა, ჯილდო ძირითადად 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს ბურთის მოგების გამო მიიღო.


თუმცა კვარაცხელიას შეუძლია მესისა და კრიშტიანუ რონალდუს მაგალითებით შთაგონდეს. მათ 2010 და 2014 წლებში მსოფლიო ჩემპიონატი ვერ მოიგეს - მეტიც, არც წარმატებული ტურნირი ჰქონიათ, მაგრამ ეს არ გამხდარა დაბრკოლება ოქროს ბურთის მოსაგებად.


შესაძლოა, კვარაცხელია ჯერ იმ დონის მოთამაშე ან პოპულარული ფიგურა ჯერ კიდევ არ არის, როგორიც ისინი იყვნენ, მაგრამ მთავარი აზრი ისაა, რომ ტონი კროოსი შეიძლება შეცდეს.


მხოლოდ იმიტომ, რომ კვარაცხელია წელს მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ოქროს ბურთს ვერ მოიგებს.


და თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში კიდევ ერთ ბრწყინვალე და გადამწყვეტ მატჩს ჩაატარებს, ის ნამდვილად გახდება ამ ჯილდოს ყველაზე ღირსეული გამარჯვებული.


ქართველი ჯადოქარი მორიგი დიდი ევროპული საღამოსთვის მზადაა - Reuters

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ოქროს ბურთი
ქართული ფეხბურთი
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

პსჟ-არსენალის საერთო თერთმეტეული

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ-არსენალის საერთო თერთმეტეული
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფრანგული მედია კვარას თამაშით აღფრთოვანებულია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფრანგული მედია კვარას თამაშით აღფრთოვანებულია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სად და როდის ჩატარდება ოქროს ბურთის დაჯილდოება?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სად და როდის ჩატარდება ოქროს ბურთის დაჯილდოება?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქართველი ჯადოქარი მორიგი დიდი ევროპული საღამოსთვის მზადაა - Reuters

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქართველი ჯადოქარი მორიგი დიდი ევროპული საღამოსთვის მზადაა - Reuters
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

7 სთ წინ

პსჟ-არსენალის საერთო თერთმეტეული

News image

3 სთ წინ

ფრანგული მედია კვარას თამაშით აღფრთოვანებულია

News image

3 სთ წინ

სად და როდის ჩატარდება ოქროს ბურთის დაჯილდოება?

News image

29 წთ წინ

ქართველი ჯადოქარი მორიგი დიდი ევროპული საღამოსთვის მზადაა - Reuters

კომენტარები

ლინკის დაკოპირება