საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში პარი სენ-ჟერმენმა პარკ დე პრენსზე ლანსი მიიღო.
სასტარტო შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც 30-ე წუთზე მოედნის დატოვება ტრავმის გამო მოუწია.
პარიზელებმა კი ბრედლი ბარკოლას დუბლით მოიგეს. ფრანგმა შემტევმა მე-15 და 51-ე წუთებზე შეძლო გოლების გატანა, ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა ვიტინიამ მიითვალა.
VIDEO: ბრედლი ბარკოლას ლამაზი გოლი ლანსთან
ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონატი 4-დან 4 მოგებით დაიწყო და სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.
რაც შეეხება კვარაცხელიას დაზიანებას, Geo Team-ის ინფორმაციით, ხვიჩა სამედიცინო სურათს დაზიანებულ ფეხზე ხვალ გადაიღებს, რის შემდეგაც დიაგნოზიც გვეცოდინება.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელი გადაადგილებისას დისკომფორტს გრძნობს, თუმცა დაზიანება სერიოზული არ ჩანს, ძლიერადაა ფეხში მორტყმული - საბოლოოდ, ყველაფერი ხვალ გვეცოდინება.