ფროზინონეს ფეხბურთელმა გიორგი კვერნაძემ კიდევ ერთი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და სერია ა-ს ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა.
ქართველმა ნახევარმცველმა ამჯერად კომო დაამწუხრა, თავისი გუნდის გამარჯვებაში (2:0) უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
VIDEO: კვერნაძე იტალიაში შეუჩერებელია! გოლი ზედიზედ მე-3 მატჩში
იტალიურმა მედიამ ქართველი გარემარბის თამაში მაღალი შეფასებებით შეამკო.
Tuttofrosinone (7.5 ქულა) წერს:
დამანგრეველი ძალა მარცხენა ფლანგზე! მთელი მატჩის განმავლობაში კოუტუს დიდ პრობლემებს უქმნიდა და გოლიც გაიტანა, რითაც ანგარიში 2:0 გახადა.
Tuttomercatoweb (7.5):
კვერნაძე კვარას სტილში: ფროზინონეს გარემარბები ქარიშხალივით არიან. დაუღალავი და დაუნდობელნი, როდესაც საქმე პირველი ტაიმის საუკეთესო სცენარით დასრულებაზე მიდგა.
Quotidiano del Lazio.:
გოლი, რომლითაც ანგარიში 2:0 გახადა, შესანიშნავი იყო, როგორც სიმძლავრის და სიცხადის, ისე იმის თვალსაზრისით, თუ როგორ შეძლებ მან უკან დაბრუნებული მცველის მოტყუება. წარმატებულად თამაშს აგრძელებს და ამტკიცებს, რომ სერია ა-ში გავლენის მოხდენა შეუძლია.
მიმდინარე სეზონში კვერნაძეს სერია ა-ს 5 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს, ხოლო ყველა ტურნირზე ერთად მის მონაგარში 6 შეხვედრა, 5 გოლი და 2 ასისტი გროვდება.
ფროზინონემ სეზონი შესანიშნავად დაიწყო, 5 ტურში 10 ქულა დააგროვა და მეხუთე პოზიციაზეა, სანაკრებო პაუზის შემდეგ კი სტუმრად ნაპოლის დაუპირისპირდება.