გიორგი კვერნაძემ იტალიის სერია ა-ს ბოლო ტურში ვენეციის წინააღმდეგ მატჩის მიწურულს გაიტანა და ფროზინონეს დრამატული გამარჯვება (3:2) მოუტანა.
VIDEO: კვერნაძის სუპერ საღამო - სადებიუტო გოლი სერია A-ში, თანაც გამარჯვების მომტანი
ეს ქართველი თავდამსხმელისთვის იტალიის მთავარ ლიგაში პირველი გოლი იყო, რის შემდეგაც მან ჟურნალისტებთან ემოციები და სამომავლო გეგმები მიმოიხილა:
ფროზინონეს გუნდური სულისკვეთება ახასიათებს. სერია A-ში ერთად გადმოვედით და ადგილის შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ. ბევრს ვშრომობთ, რათა გამარჯვება მოვიპოვოთ. მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელებისგან ბოლომდე ბრძოლას, დაცვის დახმარებასა და შეტევაში სივრცეების ათვისებას მოითხოვს.
კვერნაძემ განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია. მისი თქმით, გატანა ფიორენტინასთანაც სცადა, მაგრამ ვერ შეძლო:
მთავარია, რომ მოვიგეთ და ბოლო ორ თამაშში 6 ქულა მოვიპოვეთ. იმედია, ახალ სეზონში ბევრ ბურთს გავიტან. საქართველოს ნაკრებში კონკურენციასა და ნაკლებ სათამაშო წუთებს რაც შეეხება, ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ გვყავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, იმედია, მალე ეროვნულ გუნდში ერთად თამაშს შევძლებთ.