ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ქართველები ჩემპიონთა ლიგაზე და მექვაბიშვილი მესის წინააღმდეგ - ქართველების კვირა
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ქართველები ჩემპიონთა ლიგაზე და მექვაბიშვილი მესის წინააღმდეგ - ქართველების კვირა

07 სექ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგა იწყება - უდიდესი საკლუბო ტურნირი ოთხ ქართველთან ერთად გვიბრუნდება. ამ კვირაში ლიგის ძალიან საინტერესო დაპირისპირებებთან ერთად სხვა, კიდევ მრავალი ქართული სპორტული მოვლენა გველის.


ჩემპიონთა ლიგა. პირველი ტური. სათამაშო დღე 1:


8 სექტემბერი


23:00 - დორტმუნდი v ვილიარეალი


გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი ზედიზედ მეორე სეზონია ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. გასულ სეზონში ქართველის გუნდი ევროპულ სცენაზე კატასტროფულად გამოვიდა - ყვითელმა წყალქვეშა ნავმა 8 შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა აიღო და 36-გუნდიანი ცხრილის 35-ე ადგილი დაიკავა.


მიმდინარე სეზონში ინიგო პერესის შეგირდები უკეთესი შედეგის დაფიქსირებას და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეეცდებიან, ამისთვის მათ დორტმუნდთან, ნაპოლისთან, ლივერპულთან, პსჟ-სთან, პრაღის სლავიასთან, საბაჰთან, ფენერბაჰჩესთან და მანჩესტერ იუნაიტედთან დაპირისპირება მოუწევთ. ვილიარეალის ურთულესი გზა სამშაბათს, სიგნალ იდუნა პარკზე გასვლით დაიწყება.



სათამაშო დღე 2:


9 სექტემბერი


23:00 - ლივერპული v ატლეტიკო


9 სექტემბერს საქმეში ერთდროულად ორი ქართველის გუნდი ერთვება - პირველი გიორგი მამარდაშვილის ლივერპულია. მერსისაიდელები შინ მადრიდის ატლეტიკოს მიიღებენ - დიდი ალბათობით ქართველი მეკარე მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს, თუმცა შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ალისონის ტრავმის გამო მამარდაშვილმა ჩემპიონთა ლიგის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.



23:00 - პსჟ v სლოვანი


მეორე გუნდი რა თქმა უნდა წინა ორი სეზონის ტრიუმფატორი პარი სენ-ჟერმენია - კვარაცხელიას გუნდი ზედიზედ მესამე ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მადრიდის რეალის ისტორიული შედეგის გასამეორებლად ემზადება. ქართველი ოქროს ბურთის პრეტენდენტი და გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე ლიგაზე თავის მეხუთე სეზონს ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობ, სლოვან ბრატისლავასთან მატჩით იწყებს. 



სათამაშო დღე 3:


10 სექტემბერი


20:45 - პსვ v შახტარი


მეოთხე ქართველი და მეოთხე კლუბი ირაკლი აზაროვი და დონეცკის შახტარია - ამ სეზონში უკრაინული გუნდი ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებს ლონდონში სტემფორდ ბრიჯზე გამართავს, თუმცა აზაროვის გუნდი ლიგას ნიდერლანდებში გასვლით იწყებს - არდა თურანის შეგირდები პირველ ტურში პსვ-ს დაუპირისპირდებიან. ქართველმა განაპირა მცველმა ბოლო ორ მატჩში ითამაშა და იმედი ვიქონიოთ, შანსს ლიგაზეც მიიღებს.



ჩემპიონთა ლიგის მატჩების გარდა ამ კვირაში ქართველების გუნდები კიდევ არაერთ მატჩს გამართავენ:


7 სექტემბერი:


21:00 - ხეტაფე v სელტა

22:45 - უდინეზე v ლაციო


10 სექტემბერი:


04:30 - ჰიუსტონ დინამო v სოლთ ლეიქ სიტი

04:30 - ინტერ მაიამი - ჩიკაგო 


11 სექტემბერი:


23:00 - სევილია v ვალენსია


12 სექტემბერი:


16:00 - რასინგი v ალავესი

17:00 - ჯენოა v ფროზინონე

18:00 - ლივერპული v ფულემი

18:15 - კადიზი v ლას პალმასი

20:30 - კიოლნი v ვერდერი

22:00 - დიუნკერკი v სენტ-ეტიენი

23:00 - რეალი v რაიო


13 სექტემბერი: 


05:30 - სოლთ ლეიქ სიტი v ნიუ-იორკ სიტი

15:30 - ჰაიდენჰაიმი v კილი

19:00 -  შტურმი v ლასკი

20:30 - ხეტაფე v დეპორტივო

21:00 - ამედი v ბაშაქშეჰირი

22:45 - ბრესტი v პსჟ

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

გიორგი მამარდაშვილი
გიორგი მიქაუტაძე
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„სასწაული იქნება, თუ ამ სეზონში ითამაშებს“ - ფრანგი ექიმის კატასტროფული პროგნოზი კვარაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„სასწაული იქნება, თუ ამ სეზონში ითამაშებს“ - ფრანგი ექიმის კატასტროფული პროგნოზი კვარაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას დედის ემოციური წერილი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას დედის ემოციური წერილი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საფეხბურთო ელიტის ვერდიქტი: კვარაცხელია ათეულშია, თუმცა ფავორიტებს უიმედოდ ჩამორჩება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საფეხბურთო ელიტის ვერდიქტი: კვარაცხელია ათეულშია, თუმცა ფავორიტებს უიმედოდ ჩამორჩება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნონა გაფრინდაშვილის ემოციური მიმართვა კვარას

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნონა გაფრინდაშვილის ემოციური მიმართვა კვარას
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

„სასწაული იქნება, თუ ამ სეზონში ითამაშებს“ - ფრანგი ექიმის კატასტროფული პროგნოზი კვარაზე

News image

6 სთ წინ

ხვიჩა კვარაცხელიას დედის ემოციური წერილი

News image

5 სთ წინ

საფეხბურთო ელიტის ვერდიქტი: კვარაცხელია ათეულშია, თუმცა ფავორიტებს უიმედოდ ჩამორჩება

News image

5 სთ წინ

ნონა გაფრინდაშვილის ემოციური მიმართვა კვარას

კომენტარები

ლინკის დაკოპირება