იტალიის სერია A-ში გიორგი კვერნაძის დამატებისთვის ბრძოლა მწვავე ფაზაში შედის.
ჟურნალისტ ექრემ ქონურის ინფორმაციით, ინტერესი უკვე ოფიციალურ შეთავაზებებში გადაიზარდა და ფროზინონეს ნაპოლიმ, რომამ და ფიორენტინამ მიმართეს.
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის გარშემო ვითარება უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო დაიძაბება. იტალიური Gazzetta-ს ცნობით, კვერნაძის სათამაშო მახასიათებლები ჯანპიერო გასპერინის მოთხოვნებსაც იდეალურად შეესაბამება.
გამოცემა ხაზს უსვამს მის კარგ მარჯვენა ფეხს, თავისუფალ სივრცეებში შეჭრის უნარსა და ერთ-ერთზე თამაშის მაღალ ინდივიდუალურ ოსტატობას.
გარდა ამისა, მიმდინარე სეზონში ქართველი შემტევი სერია A-ში დრიბლინგების რაოდენობითაც გამოირჩევა: 30 მცდელობიდან 16 წარმატებული აღმოჩნდა, რაც ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.
ამჟამად კვერნაძეს ფროზინონესთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის მონაცემებით, მისი საბაზრო ღირებულება 8 მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე სეზონში, იტალიის ჩემპიონატისა და თასის ჩათვლით, მან 6 შეხვედრაში (617 წუთი) მიიღო მონაწილეობა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.