• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ლა ლიგა რასისტული შეურაცხყოფის ინციდენტს იძიებს
ფეხბურთიფეხბურთი

ლა ლიგა რასისტული შეურაცხყოფის ინციდენტს იძიებს

6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლა ლიგა საქმეს მას შემდეგ იძიებს, რაც ესპანიოლის მცველმა ომარ ელ ჰილალიმ განაცხადა, რომ მას ელჩეს თავდამსხმელმა რაფა მირმა კვირას გამართულ შეხვედრაში რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.


ესპანიოლის მცველმა მსაჯ იოსუ გალეჩ აპესტეგიას შეატყობინა, რომ მას რასისტულად შეურაცხყოფდნენ, რის შემდეგაც მსაჯმა „არა რასიზმს“ ჟესტი აჩვენა დახელები X-ის ფორმით გადაჯვარედინა.


ეს ჟესტი იწყებს სამსაფეხურიან პროტოკოლს, რაც მატჩის შეჩერებას გულისხმობს. საჭიროების შემთხვევაში, თამაში შეიძლება შეჩერდეს ან საერთოდ გაუქმდეს, თუ შეურაცხყოფა გაგრძელდება.


მსაჯის ანგარიშის მიხედვით, ელ ჰილალიმ, რომელიც ესპანეთში მაროკოელი მშობლების ოჯახში დაიბადა და მაროკოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, განაცხადა, რომ მირმა მის მიმართ ანტიიმიგრაციული შეურაცხმყოფელი ფრაზა გამოიყენა.


გალეჩ აპესტეგიას ანგარიშში წერია: „78-ე წუთზე, ესპანიოლის ფეხბურთელმა ომარ ელ ჰილალიმ მითხრა, რომ რაფა მირი მას მიუახლოვდა და უთხრა: ‘შენ აქ პატარა ნავით მოხვედი’“.


მსაჯმა ასევე დაამატა, რომ სავარაუდო შეურაცხყოფა მსაჯთა გუნდს არ გაუგონია, რის გამოც მოედანზე დაუყოვნებელი ზომების მიღება ვერ მოხერხდა.


მატჩი დაახლოებით სამი წუთით შეჩერდა, რის შემდეგაც თამაში განახლდა. 90-ე წუთზე მირმა პენალტით გაათანაბრა ანგარიში.


მატჩის მიმდინარეობისას ესპანიოლმა სოციალურ ქსელში ელ ჰილალის მხარდაჭერის პოსტი გამოაქვეყნა. მატჩის დასრულების შემდეგ კი ლა ლიგამ თავის X ანგარიშზე ანტირასისტული განცხადება გაავრცელა და ნებისმიერი რასისტული ქმედება დაგმო.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლა ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ჩავიმ ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატს მხარი დაუჭირა: ლეგენდა ლაპორტას კონკურენტის შტაბში მივიდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩავიმ ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატს მხარი დაუჭირა: ლეგენდა ლაპორტას კონკურენტის შტაბში მივიდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა გიორგების წინააღმდეგ, ჩრდ. ლონდონური დერბი და სხვა — უიქენდის ტოპ მატჩები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა გიორგების წინააღმდეგ, ჩრდ. ლონდონური დერბი და სხვა — უიქენდის ტოპ მატჩები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იამალი: „ხალხს უნდა, რომ 16 წლის ასაკში 100 გოლი გამეტანა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იამალი: „ხალხს უნდა, რომ 16 წლის ასაკში 100 გოლი გამეტანა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„კანსელუ ფანტასტიკური იყო“ — ფლიკმა ლევანტესთან გამარჯვება და ლიდერობის დაბრუნება შეაფასა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„კანსელუ ფანტასტიკური იყო“ — ფლიკმა ლევანტესთან გამარჯვება და ლიდერობის დაბრუნება შეაფასა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

01 მარ, 2026

ჩავიმ ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატს მხარი დაუჭირა: ლეგენდა ლაპორტას კონკურენტის შტაბში მივიდა

News image

21 თებ, 2026

კვარა გიორგების წინააღმდეგ, ჩრდ. ლონდონური დერბი და სხვა — უიქენდის ტოპ მატჩები

News image

01 მარ, 2026

იამალი: „ხალხს უნდა, რომ 16 წლის ასაკში 100 გოლი გამეტანა"

News image

23 თებ, 2026

„კანსელუ ფანტასტიკური იყო“ — ფლიკმა ლევანტესთან გამარჯვება და ლიდერობის დაბრუნება შეაფასა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება