ესპანეთის ნაკრებისა და ბარსელონას ვარსკვლავმა, ლამინ იამალმა, ავსტრიასთან მატჩში (3:0) მოედანზე ახალი აქსესუარით გამოჩენით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
18 წლის ფეხბურთელს თავზე სპეციალური სახვევი ეკეთა, რომელზეც „Ego Yamal“ ეწერა, რამაც სოციალურ ქსელებში დიდი დებატები წარმოშვა.
ესპანური რადიოსადგურ COPE-ს ინფორმაციით, იამალის ეს ნაბიჯი შემთხვევითი არ ყოფილა. ბოლო კვირებში TikTok-ზე სხვადასხვა მომხმარებელი მას თავდაჯერებული ქცევის გამო აკრიტიკებდა და დამცინავად „Ego Lamine“-ს (ეგოისტი ლამინი) ეძახდა.
ფეხბურთელთან დაახლოებული პირების თქმით, იამალმა კრიტიკას იუმორით უპასუხა, ეს მეტსახელი თავადვე მოირგო და მუნდიალის მატჩზე ამაყად გამოაჩინა. გულშემატკივრებმა ახალგაზრდა ფეხბურთელის ეს ჟესტი აიტაცეს და შეაქეს იმის გამო, რომ კრიტიკას არ შეუშინდა.
ესპანეთის ნაკრები მერვედფინალში პორტუგალიას დაუპირისპირდება.