ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განმარტა, თუ რატომ შეხვდა მშვიდად და ემოციების გარეშე იაპონიასთან მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალში გატანილ გამარჯვების გოლს (2:1):
„სხვებივით ვერ ვირბენ, რადგან მუხლის იოგებს გავიწყვეტ. 67 წლის ვარ.
გარდა ამისა, ჩემთვის თამაში მანამ არ სრულდება, სანამ მსაჯი საფინალო სასტვენს არ ჩაბერავს. როდესაც მარტინელიმ გოლი გაიტანა, კიდევ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი. სწორედ ამიტომ ვერ აღვნიშნავ.
ჩემს კარიერაში ბევრჯერ მომხდარა, როცა მეგონა, რომ მატჩი უკვე დასრულდა, მაგრამ ყველაფერი ცუდად შემოტრიალებულა.
გოლის აღნიშვნა მაშინ შემიძლია, როდესაც შეხვედრა ოფიციალურად დასრულდება. თუმცა, როცა იაპონიასთან მატჩისნაირი თამაში სრულდება, ბედნიერებაზე მეტად შვებას ვგრძნობ“, - განაცხადა ანჩელოტიმ.