საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, კილიან მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში პარაგვაის ნაკრების მხრიდან უხეშ და აგრესიულ თამაშზე ისაუბრა (1:0):
„ჩვენ ვიცოდით, თუ როგორი მატჩი გველოდა. თუ „ბინძური“ ფეხბურთის თამაში გვიწევს, ესეც მშვენივრად გამოგვდის საფეხბურთო მოედანზე.
მათ ეგონათ, რომ მოედანზე სმოკინგებით გამოვიდოდით სათამაშოდ, თუმცა მათი მოლოდინები დავამსხვრიეთ. ასეთ თამაშშიც კი მათზე უკეთესები ვიყავით.
ეს მათი ფეხბურთია, არ არსებობს ფეხბურთის თამაშის სწორი ან არასწორი გზა. ისინი ცდილობდნენ, რომ ჩვენც ასეთ სტილში გვეთამაშა, თუმცა საბოლოოდ ჩვენ გავიმარჯვეთ“, - განაცხადა მბაპემ.