ზლატანმა პარაგვაი-საფრანგეთის მატჩზე ისაუბრა.
შვედეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები შეაქო იმ ცივსისხლიანობისთვის, რომელიც მათ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში, პარაგვაის მხრიდან წამოსული პროვოკაციების საპასუხოდ გამოიჩინეს (1:0):
„ამ მატჩში რომ მეთამაშა, 4 ან 5 წითელ ბარათს მივიღებდი. საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეებმა სიმშვიდე შეინარჩუნეს, ცივსისხლიანად იმოქმედეს და იღიმოდნენ კიდეც.
ეს არის საუკეთესო რეაქცია პროვოკაციებზე - გაიღიმო და არ წამოეგო“, - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.