მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში საფრანგეთთან მინიმალური ანგარიშით (0:1) მარცხის შემდეგ, პარაგვაის ნაკრების მეკარემ, ორლანდო ხილმა კილიან მბაპესთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.
საფინალო სტვენის შემდეგ, ხილმა ფრანგების კაპიტანს ხელი გაუწოდა, თუმცა მბაპემ ის უყურადღებოდ დატოვა და დააიგნორა. ამით გაბრაზებულმა გოლკიპერმა ფორვარდს ზურგში ბურთი ესროლა, რასაც მოედანზე ორ გუნდს შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა:
„ეს ფეხბურთია. თუ ისინი ასეთ თამაშს არ არიან მიჩვეულები, რა გაეწყობა. მე ხელი გავუწოდე, რათა გამარჯვება მიმელოცა. ვინაიდან მან დამაიგნორა, ძალიან გავბრაზდი, თუმცა შემდეგ დავშვიდდი.
საფრანგეთს ვულოცავ. ისინი დიდებულ ტურნირს ატარებენ და მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტებად გამოიყურებიან“, - განაცხადა ხილმა მატჩის შემდეგ.