Transfermarkt-მა ფეხბურთელების ფასები განაახლა.
ახალი განახლების შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ბარსას 17 წლის შემტევი, ლამინ იამალი გახდა, რომლის ღირებულებაც 200 მილიონ ევროს შეადგენს.
ტოპ 5 ასე გამოიყურება:
1. ლამინ იამალი (ბარსელონა) - 200 მლნ ევრო (წინა ღირებულება 180 მლნ)
2. ჯუდ ბელინგემი (რეალი) - 180 მლნ ევრო
3. ერლინგ ჰალანდი (სიტი) - 180 მლნ ევრო (წინა ღირებულება 200 მლნ)
4. კილიან მბაპე (რეალი) - 180 მლნ ევრო (წინა ღირებულება 170 მლნ)
5. ვინისიუსი (რეალი) - 170 მლნ ევრო (წინა ღირებულება 200 მლნ)
ასევე მოიმატა ხვიჩა კვარაცხელიას ფასმაც, რომლის ღირებულებაც 80-დან 90 მილიონ ევრამდე ავიდა და კვარას კარიერის ყველაზე მაღალ ციფრებს მიაღწია.