ბარსელონას ვუნდერკინდს, ლამინ იამალს, ხუთ წუთზე ნაკლები დასჭირდა იმისთვის, რომ ატლეტიკოს წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში ანგარიში გაეხსნა.
ჰანსი ფლიკის გუნდი გასულ კვირას ნოუ კამპზე გამართულ პირველ შეხვედრაში დამარცხდა (0-2), თუმცა ქამბექი მადრიდში თამაშის პირველივე წუთებიდან დაიწყო.
ამ გოლით იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 10 ან მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა (გოლი + ასისტი).
ლა რემონტადა ბარსელონასთვის მაშინ დაიწყო, როცა ფერან ტორესმა ანგარიში 2:0 გახადა და საერთო ანგარიში გაათანაბრა, თუმცა სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა - ადემოლა ლუკმანმა ერთი ბურთი გაქვითა და ატლეტიკო საერთო ჯამში ისევ დააწინაურა.