ლამინ იამალმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიული რეკორდი დაამყარა.
ბარსელონას 18 წლის ვარსკვლავი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 10 ან მეტი შედეგიანი მოქმედება (გოლი + ასისტი) დააფიქსირა.
ატლეტიკოსთან მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში (2:1) გატანილი გოლით, იამალის მიმდინარე სეზონის სტატისტიკა ასე გამოიყურება: 6 გოლი, 4 საგოლე პასი.
ეს არ არის ერთადერთი რეკორდი, რომელიც ახალგაზრდა ვინგერმა ამ საღამოს დაამყარა: ჯამურად, ჩემპიონთა ლიგის კარიერაში მას უკვე 11 გოლი და 9 ასისტი დაუგროვდა.
ამ მაჩვენებლით, ის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა ტურნირის ისტორიაში, რომელმაც 20 შედეგიან მოქმედებას მიაღწია.