ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ტერი ბაჩერმა განაცხადა, რომ ფრენკ ლამპარდი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.
ლამპარდის აქციები მას შემდეგ მკვეთრად გაიზარდა, რაც მან ქოვენთრი სიტი პრემიერ ლიგაში დააბრუნა და კლუბის 25-წლიანი განშორება უმაღლეს დივიზიონთან დაასრულა. ბაჩერმა GOAL-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მიუხედავად თომას ტუხელის ამჟამინდელი მუშაობისა, მას მომავალში ნაკრების სათავეში ინგლისელი სპეციალისტის ხილვა სურს.
ბაჩერმა ასევე რჩევები მისცა ლამპარდის ყოფილ თანაგუნდელებს, სტივენ ჯერარდსა და უეინ რუნის, რომელთა სამწვრთნელო კარიერა ამ დრომდე არასტაბილურად ვითარდება. მისი თქმით, თანამედროვე ფეხბურთში წარმატებისთვის მათ ახალ რეალობასთან ადაპტაცია და ზოგჯერ უკან ნაბიჯის გადადგმა უნდა ისწავლონ, რათა შემდეგ წინსვლა შეძლონ. ა
მჟამად ინგლისის ნაკრები თომას ტუხელის ხელმძღვანელობით 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან მატჩისთვის ემზადება.