საფრანგეთის ლიგა 1-ის ლიდერმა, პსჟ-მ, სატურნირო ცხრილის მეორეადგილოსან ლანსს მატჩის გადადების თხოვნით მიმართა, თუმცა პასუხად სეზონის ყველაზე პროგნოზირებადი „არა“ მიიღო.
RMC Sport-ის ინფორმაციით, პარიზულ კლუბს ჩემპიონატის უმნიშვნელოვანესი მატჩის თარიღის შეცვლა იმის გამო სურდა, რომ ეს შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულთან გასამართ ორ დაპირისპირებას შორის არის ჩანიშნული.
პარიზელებს ევროპული ტურნირისთვის ძალების დაზოგვა და გრაფიკის შემსუბუქება სურდათ.
მიუხედავად ამისა, ლანსმა, რომელიც პსჟ-ს სატურნირო ცხრილში მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, უარი განაცხადა მეტოქისთვის პირობების გამარტივებაზე.
კლუბმა არ დააკმაყოფილა საფრანგეთის 13-გზის ჩემპიონის თხოვნა და პრინციპული პოზიცია დაიკავა.