ლას პალმასის ფეხბურთელმა, 29 წლის კირიან როდრიგესმა, რომელსაც თებერვალში სიმსივნის რეციდივი დაემართა, ვარჯიშის განახლება შეძლო.
ფეხბურთელმა პრესეზონის დაწყების წინ ყველანაირი სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ექიმებისგან ვარჯიშის განახლების ნებართვაც მიიღო.
ლას პალმასის ფეხბურთელი უკვე 15 დღეა დამოუკიდებლად ვარჯიშობს და უახლოეს პერიოდში გუნდსაც შეუერთდება, იტყობინება ესპანური გამოცემა AS.
როდრიგესი იძულებული იყო 2025 წლის თებევალში კარიერა დროებით შეეჩერებინა, რადგან ჰოჯკინის ლიმფომის რეციდივი დაემართა, რომელიც პირველად 2022 წლის აგვისტოში დაუდგინეს.