მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
15 მარტს, რუსთავის სპორტის სასახლეში საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ორგანიზებით საკრივო შოუ გაიმართა.
პროფესიონალურ კრივში სადებიუტო ბრძოლა მშობლიურ ქალაქში გამართა ოლიმპიურმა პრიზიორმა, ლაშა გურულმა. ქართველის მეტოქე 6-რაუნდიან ბრძოლაში დაუმარცხებელი განელი მოკრივე ბერნარდ აბეი იყო.
ქართველმა სანახაობრივ ბრძოლაში მეტოქე ქულებით დაამარცხა და დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა.
ამ ღონისძიების 4 მთავარ ბრძოლაში ქართველები უცხოელ მეტოქეებს დაუპირისპირდნენ და ოთხივე მათგანმა მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
ლაშა კერესელიძემ ინდოელ მეტოქეს 4-რაუნდიან ბრძოლაში ქულებით აჯობა, გიორგი ჭიღლაძემ ირანელ მეტოქეს სძლია დომინანტურ სტილში 6-რაუნდიან ბრძოლაში.
ირაკლი მელიქიშვილმა სამხრეთ აფრიკელ მოწინააღმდეგეს მე-6 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოუგო, ლაშა გურულმა კი, როგორც აღვნიშნეთ, განელ მეტოქეს აჯობა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები