-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. შეკრების მეორე დღეს ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
პირველი სანაკრებო შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრა ეროვნული გუნდის დებიუტანტმა, ლუკა ლაცაბიძემ.
"ნაკრებში ყველა ძალიან კარგად დამხვდა. ძალიან მაგარი გუნდია და დადებითი ემოციებით დავიმუხტე.
ჩემი თაობის ფეხბურთელი ნაკრებში საბა გოგლიჩიძეა. მასთან ერთად ადრეც მითამაშია და ამან გამიადვილა ადაპტაცია და გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად ყოფნა." - ლაცაბიძის სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი ავრცელებს.
ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებელ პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების დებიუტანტი - ლუკა ლაცაბიძე
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები