ქართველმა სპორტსმენებმა, ლაზერულ სირბილში, ბიატლსა და ტრიატლში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, მედლები მოიპოვეს.
თურქეთში გამართულ ტურნირზე, იუნიორების კატეგორიაში, გიორგი ცხადაძემ ლაზერულ სირბილში სამკილომეტრიანი დისტანცია (5X600 მ) დაფარა, 4-ჯერ ისროლა 10-მეტრიანი დისტანციიდან მიზანში, ეს ყველაფერი 10:27:99 წამში შეძლო და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
ამავე დისციპლინის 15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში კი ვახტანგ კანკიამ, ირაკლი მამსირაშვილმა და ილია ჭავჭავაძემ გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს.
გუნდურ ესტაფეტაში იუნიორების ასაკობრივი კატეგორიის გამარჯვებულები გიორგი ცხადაძე და დავით დონაძე გახდნენ. მათ 3600 მეტრი (3X600 მ) დაფარეს, ორ-ორჯერ ისროლეს 10 მეტრიდან მიზანში და საუკეთესო შედეგი - 12:28:21 წამი დააფიქსირეს.
15-წლამდელების ასაკობრივ კატეგორიაში, ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ ირაკლი მამსირაშვილი და ილია ჭავჭავაძე, მათ 2400 მეტრი (2X600) დაფარეს, ორ-ორჯერ ისროლეს 5-მეტრიანი დისტანციიდან მიზანში და 08:51:72 წამი დააფიქსირეს.