შალკე 04 ბუნდესლიგაში დაბრუნდა.
დღეს მირონ მუსლიჩის გუნდმა გერმანიის მეორე დივიზიონის 32-ე ტურში ფორტუნა 1:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით გუნდმა იმ ორი ადგილიდან ერთ-ერთი გაინაღდა, რომელიც სეზონის ბოლოს უმაღლეს ლიგაში პირდაპირ აღზევების უფლებას იძლევა.
გელზენკირხენული კლუბი სატურნირო ცხრილს 67 ქულით ლიდერობს. ისინი 10 ქულით უსწრებენ მესამე ადგილზე მყოფ ჰანოვერს, რომელსაც ჩასატარებელი კიდევ 3 მატჩი დარჩა.
შალკე გერმანიის რანგით მეორე ლიგაში სამი სეზონის განმავლობაში გამოდიოდა. გუნდის ღირსებას მანჩესტერ სიტის ყოფილი თავდამსხმელი ედინ ჯეკო და ლივერპულის ექს-მეკარე ლორის კარიუსი იცავენ.