მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ ალიანც არენაზე შესრულებული დუბლის შემდეგ, ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგის ოფიციალურ საიტს ესაუბრა.
"ჩემთვის დიდი დღე იყო, რადგან როცა ბავშვი ვიყავი, ასეთი დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაშსა და მათთვის გოლების გატანაზე ვოცნებობდი. მათ კარში 2 გოლის გატანა დაუჯერებელია. ჩემი მთელი ოჯახი ტრიბუნებზე იყო და დღეს მათთან ერთად ვიზეიმებ", - თქვა ზივზივაძემ.
ქართველმა თავდამსხმელმა ბუნდესლიგის ზედიზედ მე-4 მატჩში გაიტანა, ჯამში კი მიმდინარე სეზონში 6 გოლი მოაგროვა.
მისი ჰაიდენჰაიმი ბოლო ადგილზეა და საპლეიოფო ზონას 3 ქულით ჩამორჩება, თანაც, იქ მყოფ ზანქტ პაულს ამ ტურის მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია - უმოტივაციო მაინც მასპინძლობს.
VIDEO: ბუდუს დუბლი ბაიერნთან - ჰაიდენჰაიმის დასანანი ფრე ალიანც არენაზე