• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ლეგენდარული მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
ფეხბურთიფეხბურთი

ლეგენდარული მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა

07 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მირჩა ლუჩესკუ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ლეგენდარულმა მწვრთნელმა ვერ შეძლო ცოტა ხნის წინ გადატანილი გულის შეტევა გადაელახა, რომელიც კლინიკაში დაემართა.


პირველი პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც რუმინეთის ეროვნული ნაკრების შეკრების დროს თავი ცუდად იგრძნო. „ილ ლუჩე“ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 3 აპრილს, გულის შეტევა გადაიტანა და მას შემდეგ ვერ გამოჯანმრთელდა.


მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა სულ რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მან რუმინეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტზე თავისი მეორე ვადა დაასრულა.


მან ეროვნული გუნდი მას შემდეგ დატოვა, რაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა თურქეთთან წაგებული მატჩის შემდეგ ვერ შეძლო. ლუჩესკუ რუმინეთის ნაკრების მწვრთნელად 2024 წლის აგვისტოში დაინიშნა.


მირჩა ლუჩესკუ - წარმატებით შემკული კარიერა


მირჩა ლუჩესკუ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ლეგენდარულ მწვრთნელად იქცა. კარიერის განმავლობაში „ილ ლუჩემ“ 37 ტიტული მოიგო, რის შედეგადაც იგი ისტორიაში ტიტულების რაოდენობით მე-3 ადგილზეა სერ ალექს ფერგიუსონისა და პეპ გვარდიოლას შემდეგ.


ლუჩესკუს კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპები დონეცკის შახტარს უკავშირდება - გუნდი, რომელიც მან სრულიად გარდაქმნა და რომელთან ერთადაც 8-ჯერ მოიგო უკრაინის ჩემპიონატი, ასევე 2009 წელს უეფას თასი.


გარდა ამისა, ლუჩესკუ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო თურქულ ფეხბურთშიც, სადაც მან ჩემპიონატი გალათასარაისა და ბეშიქთაშთან ერთად მოიგო, ხოლო გალათასარაისთან ერთად 2000 წელს უეფას სუპერთასიც მოიპოვა.


რუმინეთში მირჩამ ჩემპიონატის ტიტული ორ სხვადასხვა გუნდთან - დინამოსა და რაპიდთან ერთად მოიგო.


მის სამწვრთნელო კარიერაში „ილ ლუჩე“ წვრთნიდა ისეთ გუნდებს, როგორებიცაა: კორვინული, დინამო, პიზა, ბრეშა, რეჯიანა, რაპიდი, ინტერი, გალათასარაი, ბეშიქთაში, შახტარი, ზენიტი, დინამო კიევი და თურქეთის ეროვნული ნაკრები.


მირჩა ლუჩესკუს პირველი პერიოდი რუმინეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტზე, რომელიც 1980-იანების დასაწყისში შედგა, რჩება რუმინული ფეხბურთის ისტორიულ ეტაპად: მისი ხელმძღვანელობით რუმინეთი 1984 წლის ევროპის ჩემპიონატზ გავიდაე, რაც მათი პირველი გამოჩენა იყო ევროპის ფინალურ ტურნირზე.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

რუმინეთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

საქართველოს ნაკრები ივნისში ამხანაგურ მატჩს გამართავს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველოს ნაკრები ივნისში ამხანაგურ მატჩს გამართავს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მირჩა ლუჩესკუს სახელი რუმინეთში სტადიონს მიენიჭება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მირჩა ლუჩესკუს სახელი რუმინეთში სტადიონს მიენიჭება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუჩესკუ ნაკრების ვარჯიშის დროს ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუჩესკუ ნაკრების ვარჯიშის დროს ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: გიულერის ბრწყინვალე საგოლე პასი - თურქეთი პლეიოფის ფინალშია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: გიულერის ბრწყინვალე საგოლე პასი - თურქეთი პლეიოფის ფინალშია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

16 მარ, 2026

საქართველოს ნაკრები ივნისში ამხანაგურ მატჩს გამართავს

News image

3 სთ წინ

მირჩა ლუჩესკუს სახელი რუმინეთში სტადიონს მიენიჭება

News image

29 მარ, 2026

ლუჩესკუ ნაკრების ვარჯიშის დროს ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

News image

26 მარ, 2026

VIDEO: გიულერის ბრწყინვალე საგოლე პასი - თურქეთი პლეიოფის ფინალშია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება