• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ლესტერ სიტი - ჩემპიონობიდან უფსკრულამდე
ფეხბურთიფეხბურთი

ლესტერ სიტი - ჩემპიონობიდან უფსკრულამდე

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სამშაბათს, 21 აპრილს, ინგლისის ჩემპიონშიფის 44-ე ტურის მატჩში, ლესტერ სიტიმ შინ ჰალი მიიღო. შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა, რითაც ლესტერშილელების ლიგა ერთში დაქვეითება გაოფიციალურდა. დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით, თუ როგორ მივიდა ლესტერ სიტი პრემიერ ლიგის ჩემპიონობიდან მესამე დივიზიონამდე ერთ დეკადაში.

2014 წელს ლესტერ სიტიმ ინგლისის რანგით მეორე დივიზიონი - ჩემპიონშიფი მოიგო და ათწლიანი პაუზის შემდეგ პრემიერ ლიგაში დაბრუნდა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ახლადგადმოსულ გუნდს რთული სეზონი გამოუვიდა - ლესტერმა ექვსი ქულით მეტი დააგროვა, ვიდრე გავარდნილმა ჰალ სიტიმ და მე-14 პოზიცია დაიკავა. 


ზაფხულში ლესტერშირელებმა სიტუაციის გამოსწორების მიზნით, გუნდი გამოცდილ იტალიელ სპეციალისტს, კლაუდიო რანიერის ჩააბარეს. ხელმძღვანელობის მოთხოვნა მკაფიო იყო - ლესტერი პრემიერ ლიგაში უნდა დარჩენილიყო.


ლესტერმა სეზონი სოლიდურად დაიწყო, 6-მატჩიანი წაუგებელი სერია და მე-4 ადგილი. რანიერის შეგირდები არსენალმა გამოაფხიზლა, კინგ ფაუერზე შოუ ალექსის სანჩესმა დადგა. 2-5. ინგლისურმა პრესამ ჩათვალა, რომ ლესტერის ფორმა დროებითი იყო. მელიებმა საპირისპირო დაამტკიცეს - რანიერის გუნდმა 13 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მეთოფეებთან მარცხის შემდეგ კი ათმატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო და მე-17 ტურის შემდეგ, ლივერპულთან მატჩამდე პრემიერ ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობდა. 


ერთი მეორეზე დაუჯერებელ პერფორმანსებს გვთავაზობდნენ აქამდე მსოფლიოსთვის უცნობი ფეხბურთელები. განსაკუთრებით ბრწყინავდნენ ნგოლო კანტე, რიად მაჰრეზი და ინგლისელი გოლების მანქანა - ჯეიმი ვარდი. ამ უკანასკნელმა პრემიერ ლიგის მატჩებში ზედიზედ გატანილი გოლების რეკორდიც კი მოხსნა. დავიდ დე ხეას კარში გატანილი გოლის შემდეგ, მატჩის კომენტატორმა იკონური სიტყვები გააჟღერა:


It's eleven. It's  heaven for Jamie Vardy! (ეს მეთერთმეტე მატჩია. ეს ჯეიმი ვარდის სამოთხეა)



მერსისაიდელებთან მარცხის შემდეგ ლესტერმა პირველი ადგილი დაკარგა. ეს კი მხოლოდ ოთხი ტური გაგრძელდა. 23-ე ტურში მელიებმა შინ სტოკ სიტი გაანადგურეს და პირველ ადგილზე დაბრუნდნენ. ლესტერ სიტის საჩემპიონო პოზიცია სეზონის ბოლომდე აღარ დაუკარგავს.



სეზონის მანძილზე რანიერის შეგირდებმა არაერთი ფეიერული მატჩი ჩაატარეს: რიად მაჰრეზის ბენეფისი ეტიჰადზე და დამარცხებული პეპ გვარდიოლა, ვარდის და მაჰრეზის მასტერკლასი ჩელსის, ბოლო წუთებზე მოგებული მატჩი უაით ჰართ ლეინზე, უშოას 95-ე წუთზე გადარჩენილი მატჩი ვესტ ჰემთან თუ ჯეიმი ვარდის დაუჯერებელი პერფორმანსი ლივერპულთან. მელიები სულ სამჯერ დამარცხდნენ, ერთხელ ზემოთხსენებულ ლივერპულთან ენფილდზე, ხოლო ორჯერ - არსენალთან. 


36-ე ტურამდე, ჩემპიონობის თეორიულ შანსს ტოტენჰემი ინარჩუნებდა. სტენფორდ ბრიჯზე გამართული ლონდონული დერბი მოქმედი ჩემპიონებისთვის ცუდად დაიწყო. ტაიმი ტოტენჰემმა ორბურთიანი უპირატესობით მოიგო. საქმეში ედენ აზარი ჩაერთო. 83-ე წუთზე გატანილი ბრწყინვალე გამათანაბრებელი გოლი და ჯეიმი ვარდის სახლში წვეულების დაწყება ერთი იყო - მსოფლიო ვარდის სახლში გადაღებულმა კადრებმა მოიცვა. ლესტერ სიტი ინგლილის ჩემპიონია.



37-ე ტურში, ნაბახუსევზე მყოფმა ლესტერი სიტიმ, შინ ევერტონს 3-1  სძლია და პრემიერ ლიგის თასი ჩაიბარა. კაპიტანმა ვეს მორგანმა თასი კლაუდიო რანიერისთან ერთად აწია.


ამ უკანასკნელმა კი გულშემატკივრებს პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი გვაჩუქა - მატჩის დაწყებამდე კინგ ფაუერ სთედიუმზე, ლეგენდარული იტალიელი ტენორი, ანდრეა ბოჩელი წარსდგა და უკვდავი კომპოზიციები - Nessun Dorma და Time To Say Goodbye შეასრულა.



ლიდერთაგან ზაფხულში გუნდი მხოლოდ ნგოლო კანტემ დატოვა - მელიებმა ქომუნითი შილდი (ინგლისის სუპერ თასი) მანჩესტერ იუნაიტედტან დათმეს. მიუხედავად იმისა, რომ რანიერის შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულეს, შიდა ჩემპიონატში მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. 25-ე ტურის შემდეგ მელიებს გასავარდნ ზონას მხოლოდ ერთი ქულა აშორებდათ.



დაქვეითების რეალურ საფრთხეს გასახდელში დაძაბული გარემო დაემატა. 2017 წლის 22 თებერვალს, ლესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში სევილიას ესტუმრა და 2-1 დამარცხდა. მეორე დღეს კლუბმა კლაუდიო რანიერის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.


გუნდი ქრეიგ შექსპირმა ჩაიბარა. ლესტერმა სევილიური ბარიერის დაძლევა შეძლო - მელიებს გმირად კასპერ შმეიხელი მოევლინათ. დანიელმა მატჩის მიწურულს თერთმეტმეტრიანი მოიგერია. 2-0. შექსპირის გუნდმა ატლეტიკოს ბარიერის გადალახვა ვეღარ მოახერხა, ხოლო პრემიერ ლიგა მე-11 ადგილზე დაასრულა. ლესტერიდან ჩელსიში, გუნდის კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა წევრმა, დანი დრინქუოთერმა მიაშურა.


შემდეგ ზაფხულს რიად მაჰრეზი მოჰპარა პეპ გვარდიოლამ ლესტერშირერებს. მელიები ნორმალურ პრემიერლიგურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ - ყიდულობდნენ და ყიდიდნენ მაღალი დონის ფეხბურთელებს. იური ტილემანსი, ჰარი მაგუაიერი, ბენ ჩილველი, უესლი ფოფანა, ჯეიმს მედისონი და სხვები. იცვლებოდა ყველაფერი გარდა ერთისა - უამრავი შემოთავაზების მიუხედავად, ჯაიმი ვარდი არსად წასვლას აპირებდა.


2018 წლის 27 ოქტომბერს, ვესტ ჰემთან ბოლო წუზე გატანილი გამათანაბრებელი გოლის სიხარულმა დიდხანს არ გასტანა. მოედნიდან აფრენილი კლუბის მფლობელის, ვიჩაი შრივადანაპრაბჰას ვერტმფრენი სტადიონთან ახლოს ჩამოვარდა - ის ბორტზე მყოფ ოთხ პირთან ერთად დაიღუპა.

“კოვიდის სეზონში” ლესტერმა მე-5 ადგილი დაიკავა და ევროპული ფეხბურთის გემო გაიხსენა. 2021 წელს კი მელიებმა ინგლისის ასოციაციის თასის მოგება მოახერხეს და ზედიზედ მეორე სეზონში ითამაშეს ევროპა ლიგაზე. უებმლიზე გამართულ ფინალში, ჩელსის გამარჯვების გოლი იური ტილემანსმა გაუტანა. ბრენდან როჯერსის შეგირდებმა FA Cup-ს ზედ სუპერ თასიც მიამატეს - ერთმატჩიან დაპირისპირებაში ლესტერმა მანჩესტერ სიტის კელეჩი იჰეანაჩოს გოლით სძლია. 



ევროპა ლიგაზე ასპარეზობა წარმატებული არ აღმოჩნდა - მელიებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლეს. ბრენდან როჯერსის გუნდი ნახევარფინალში, ჟოზე მოურინიოს რომასთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. მომდევნო სეზონი რთული აღმოჩნდა ჩრდილო ირლანდიელი სპეციალისტისთვის - ბრენდანი აპრილში, დარჩენისთვის მებრძოლი ლესტერიდან გაათავისუფლეს. ლესტერი გავარდა. 


გუნდი ენცო მარესკამ ჩაიბარა და პირველივე სეზონში დააბრუნა ელიტაში - ლესტერმა ჩემპიონშიფი მოიგო. ენცო გუნდს ზაფხულშივე დაემშვიდობა, ხოლო მის გარეშე დარჩენილ ლესტერშირერებს კოშმარული სეზონი გამოუვიდათ. გუნდმა სამი მწვრთნელი შეიცვალა, მათ შორის ლეგენდარული რუდ ვან ნისტელროი. მელიების დაბრუნება ხანმოკლე აღმოჩნდა - ლესტერი ჩემპიონშიფში დაბრუნდა.


2025 წლის ზაფხულში კი ლესტერისა და ჯეიმი ვარდის 13 წლიანი ისტორიაც დასრულდა. ლეგენდარულმა ინგლისელმა იტალიას, კერძოდ კი კრემონეზეს მიაშურა. მელიების წლევანდელი ჩემპიონშიფური სეზონი ძალიან ჰგავდა ბოლო პრემიერლიგურს - სამჯერ შეცვლილი მთავარი მწვრთნელი და ორი ტურით ადრე დაქვეითება.



ზღაპრული ჩემპიონობიდან ზუსტად 10 წელიწადში ლესტერ სიტიმ ფსკერს მიაღწია. იქნებ ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს კაცი რომელმაც 9 თვის წინ, კინგ ფაუერზე ანდრია ბოჩელი ჩამოიყვანა და პრემიერ ლიგის თასი აღმართა…

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ჯეიმი ვარდი
ლესტერი
ნგოლო კანტე

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ფენერბაჰჩემ კანტეს ტრანსფერისთვის ერდოღანს მადლობა გადაუხადა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფენერბაჰჩემ კანტეს ტრანსფერისთვის ერდოღანს მადლობა გადაუხადა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის ისტორიაში 10 საუკეთესო ნახევარმცველი — ჯეიმი კარაგერის ვერსია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის ისტორიაში 10 საუკეთესო ნახევარმცველი — ჯეიმი კარაგერის ვერსია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონობიდან ქვესკნელამდე - ლესტერი მე-3 ლიგაში გავარდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონობიდან ქვესკნელამდე - ლესტერი მე-3 ლიგაში გავარდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლესტერ სიტი ლიგა 1-ში გავარდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლესტერ სიტი ლიგა 1-ში გავარდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

04 თებ, 2026

ფენერბაჰჩემ კანტეს ტრანსფერისთვის ერდოღანს მადლობა გადაუხადა

News image

14 აპრ, 2026

პრემიერ ლიგის ისტორიაში 10 საუკეთესო ნახევარმცველი — ჯეიმი კარაგერის ვერსია

News image

21 აპრ, 2026

ჩემპიონობიდან ქვესკნელამდე - ლესტერი მე-3 ლიგაში გავარდა

News image

22 აპრ, 2026

ლესტერ სიტი ლიგა 1-ში გავარდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება