ლევან ჩოხელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივარს ოფიციალურად აცნობა, რომ მალე UFC-ში იბრძოლებს.
,,ერთი წლის ლოდინის, შრომისა და მუდმივი მზადყოფნის შემდეგ — ეს მომენტი დადგა.
ჩემი გზა UFC-ში 20 ივნისს, ლას ვეგასში, UFC Apex-ში იწყება.
მადლობა ყველას, ვისაც ჩემი სჯეროდა, გვერდში მედგა, მეხმარებოდა, ჩემთან ერთად ვარჯიშობდა და ამ მომენტს ჩემთან ერთად ელოდა.
ეს მხოლოდ დასაწყისია." - წერს ქართველი მებრძოლი.
ქართველის მეტოქე ასევე UFC-ის დებიუტანტი ლეონ შაჰბაზიანი იქნება. ლევან ჩოხელი 29 წლისაა და ქვესაშუალო წონაში ასპარეზობს. მისი MMA-ის რეკორდი 14 მოგებას, 3 წაგებასა და 1 ე.წ. No contest-ს ითვლის.
