პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გადადგა.
ბოლო პერიოდში მიხაილ პრობეჟს გუნდის ლიდერ რობერტ ლევანდოვსკისთან კონფლიქტი ჰქონდა, მას შემდეგ, რაც ბარსელონას ფორვარდს კაპიტნის სამკლავური ჩამოართა.
„გადავწყვიტე, რომ შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გადაწყვეტილება გადადგომა იქნება. ამ მოვალეობების შესრულება ჩემი პროფესიონალური ოცნების ასრულება და ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, პოლონეთის საფეხბურთო კავშირის წევრებს. თქვენი იმედი ყოველთვის მქონდა. მადლობას ვუხდი პრეზიდენტს და საბჭოს სამმართველოს გამოცხადებული ნდობისთვის.
რა თქმა უნდა, ვისურვებდი, ფეხბურთელებისთვის მადლობის გადახდასაც, რომლებიც ამ გზაზე გავიცანი. ყოველთვის თითებს გადავაჯვარედინებ, იმიტომ რომ ეროვნული ნაკრები - ჩვენი საერთო სიამაყეა.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დიდებულ გულშემატკივრებსაც. თქვენ ჩვენს გვერდით ურთულეს დროსაც იყავით. სადაც არ უნდა ეთამაშა ნაკრებს, თქვენი მხარდაჭერა გვესმოდა." - აღნიშნა პრობეჟმა.
10 ივნისს პოლონეთის ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციოს მე-4 ტურში ფინეთთან დამარცხდა.
მწვრთნელთან კონფლიქტის ნიადაგზე, ლევანდოვსკიმ ნაკრებში თამაშზე უარი თქვა.