ლიდს იუნაიტედის 2026 წლის ასოციაციის თასის ოცნება დასრულდა. ნახევარფინალში გუნდი ჩელსისთან მინიმალური ანგარიშით, 1:0 დამარცხდა.
დანიელ ფარკეს გუნდმა გადამწყვეტი გოლი პირველი ტაიმის შუაში გაუშვა, როდესაც ჩელსის ნახევარმცველმა, ენცო ფერნანდესმა ახლო მანძილიდან თავური დარტყმით გამოიჩინა თავი.
ლიდსი ახლოს იყო წონასწორობის აღდგენასთან - ანტონ შტახის ძლიერი დარტყმა და დომინიკ კალვერტ-ლუინის თავური რობერტ სანჩესმა მოიგერია.
საბოლოოდ, ეროვნულ სტადიონზე შეკრებილი ლიდსის გულშემატკივრებისთვის მატჩი იმედგაცრუებით დასრულდა, გუნდმა კი უემბლიზე თავისი არასასიამოვნო ისტორია კიდევ ერთხელ გაიმეორა.