საქართველოს ლიგა 4-დან ლიგა 3-ში გადამსვლელი მესამე გუნდიც გაირკვა.
ახალციხის სამცხესა და ბათუმის ვესტ ჯორჯიას შემდეგ საგზური გაინაღდა თბილისის არაგველებმა, რომელმაც ეს ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გააკეთა.
დედაქალაქელებმა გაგრა 2-ს დაძაბულ შეხვედრაში 3:2 აჯობეს - გამარჯვების გოლი 92-ე წუთზე დავით მიშველიძემ გაიტანა.
შედეგად, არაგველებმა 58 ქულა მოაგროვა, უახლოეს კონკურენტ სამგურალი 2-ს კვლავ 8 ქულით უსწრებს.
1. სამცხე (ახალციხე) - 61 ქულა;
2. არაგველები (თბილისი) - 58 ქულა;
3. ვესტ ჯორჯია (ბათუმი) - 58 ქულა;
4. სამგურალი 2 (წყალტუბო) - 50 ქულა;
5. ბორჯომი (ბორჯომი) - 43 ქულა;
6. ვიტ ჯორჯია 2 (მცხეთა) - 43 ქულა;
7. სქური (წალენჯიხა) - 43 ქულა;
8. ტორპედო 2 (ქუთაისი) - 41 ქულა;
9. მერცხალი (ოზურგეთი) - 41 ქულა;
10. გაგრა 2 (თბილისი) - 37 ქულა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გადამსვლელი ყველა, სამივე გუნდი ვიცით და თითქმის გარკვეულია რეგიონულ ლიგაში დასაქვეითებელ გუნდთა სახელებიც - ჩოხატაურის ბახმარო და მარტვილის მერანი 2 უკვე გავარდნილები არიან, ხოლო თბილისის ლოკომოტივი 2 და ფოთის კოლხეთი 2 დარჩენის თეორიულ შანსსღა ინარჩუნებენ.
რაც შეეხება ლიგა 3-დან დასაქვეითებელ გუნდებს, უდიდესი ალბათობით, ისინი იბერია 2010, გარდაბანი და ბეთლემი იქნებიან.
ფოტო: სკ არაგველები თბილისი