• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ლივერპულის ლეგენდებმა მძიმე დიაგნოზის შესახებ განაცხადეს
ფეხბურთიფეხბურთი

ლივერპულის ლეგენდებმა მძიმე დიაგნოზის შესახებ განაცხადეს

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სერ კენი დალგლიშმა დაადასტურა, რომ კიბოს დიაგნოზის გამო მკურნალობის კურსს გადის.


ლივერპულის საფეხბურთო კლუბმა ეს ინფორმაცია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გაავრცელა.


ჩვენი მხარდაჭერა და სიყვარული შენთანაა, სერ კენი,


75 წლის შოტლანდიელი საფეხბურთო ლეგენდის მიმართ მხარდაჭერის უამრავი გზავნილი გავრცელდა.


„ენფილდის მეფე. ჩვენი ფიქრები და ლოცვები შენ და შენს ოჯახთანაა. მალე გამოჯანმრთელდი, ლეგენდავ. ამ კლუბში ყოველთვის ეყვარებიათ და ეყვარები,“ - დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.


სერ კენიმ სელტიკის შემადგენლობაში 338 მატჩი ჩაატარა, სანამ 1977 წელს ლივერპულში გადავიდოდა იმ დროისთვის რეკორდული 440,000 ფუნტის სანაცვლოდ.


ლივერპულთან ერთად მან მოიგო ინგლისის პირველი დივიზიონის 6 ტიტული, 4 ლიგის თასი და 3 ევროპის ჩემპიონთა თასი. 1985 წელს ის მოთამაშე-მენეჯერი გახდა და კლუბს 3 პირველი დივიზიონის ტიტული და 2 FA თასი მოაგებინა, მათ შორის ისტორიული დუბლი - ჩემპიონატი და FA თასი 1986 წელს.


მოგვიანებით ის სხვადასხვა კლუბს წვრთნიდა, მათ შორის ბლექბერნს, ნიუკასლსა და სელტიკს, სანამ 2012 წელს ლივერპულში დროებითი მთავარი მწვრთნელის სტატუსით დაბრუნდებოდა.


მისი კიბოს დიაგნოზის შესახებ განცხადება მოჰყვა კიდევ ერთი ლეგენდარული საფეხბურთო მენეჯერისა და ფეხბურთელის, კევინ კიგანის, განცხადებას, რომ მას კიბოს მეოთხე სტადია აქვს.


საფეხბურთო ლეგენდამ, რომელიც ინგლისისა და ნიუკასლის“შემადგენლობაში თამაშობდა და მოგვიანებით ორივე გუნდს წვრთნიდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კვირას გაავრცელა და აღნიშნა, რომ დაავადება სხეულის სხვა ნაწილებზეც გავრცელდა.


კიგანის ოჯახმა ჯერ კიდევ იანვარში გაამხილა, რომ 75 წლის ყოფილი ფეხბურთელი კიბოს ებრძოდა, მას შემდეგ რაც საავადმყოფოში „მუცლის არეში არსებული ხანგრძლივი სიმპტომების დამატებითი გამოკვლევა“ ჩაუტარდა.


მას შემდეგ საფეხბურთო სამყარომ მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპის წლის ორგზის საუკეთესო ფეხბურთელს, რომელიც ბოლო თვეებში მკურნალობას გადის.


დიაგნოზის გამოცხადების შემდეგ ერთ-ერთ პირველ საჯარო გამოჩენაზე კიგანს ნიუკასლში დამსწრეები ფეხზე წამოდგომითა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დახვდნენ.


„ავტოსაგზაო შემთხვევაში მოვყევი და ამის გამო ოპერაციის გაკეთება დამჭირდა.


ოპერაციისთვის ჩატარებული სკანირების დროს აღმოაჩინეს, რომ კიბო მქონდა. მითხრეს, რომ ჩემს დაავადებასთან საბრძოლველად საუკეთესო ექიმი ჰყავდათ, რადგან ეს კიბოს მეოთხე სტადია იყო.


ასე რომ, მას შევხვდი. ის ლივერპულის გულშემატკივარი აღმოჩნდა, ამიტომ ვიცოდი, რომ მარტო არ დავრჩებოდი.


მან მითხრა: „კევინ, ამ ახალ მკურნალობას ძალიან კარგი შედეგები აქვს.“ მე ვკითხე: „რა არის თქვენი წარმატების მაჩვენებელი?“ მან მიპასუხა: „33%.“ მეგონა, 80% ან 90% იქნებოდა. 33%!


მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ აქ ვარ.“

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლივერპული

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ლივერპულს ალონსო სერიოზულად არც განუხილავს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლივერპულს ალონსო სერიოზულად არც განუხილავს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ იქნებოდა ირაოლა ლივერპულისთვის იდეალური?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ იქნებოდა ირაოლა ლივერპულისთვის იდეალური?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალისონი ლივერპულში რჩება - რა ბედი ელის მამარდაშვილს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალისონი ლივერპულში რჩება - რა ბედი ელის მამარდაშვილს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეთანხმება შედგა - ლივერპულს ირაოლა გაწვრთნის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეთანხმება შედგა - ლივერპულს ირაოლა გაწვრთნის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

01 ივნ, 2026

ლივერპულს ალონსო სერიოზულად არც განუხილავს

News image

15 სთ წინ

რატომ იქნებოდა ირაოლა ლივერპულისთვის იდეალური?

News image

5 სთ წინ

ალისონი ლივერპულში რჩება - რა ბედი ელის მამარდაშვილს?

News image

3 სთ წინ

შეთანხმება შედგა - ლივერპულს ირაოლა გაწვრთნის

კომენტარები

ლინკის დაკოპირება