არნე სლოტის წასვლის შემდეგ, ლივერპულმა მისი შემცვლელის შერჩევა არ დააყოვნა.
როგორც ჩანს, ბორნმუთის მთავარი მწვრთნელი ანდონი ირაოლა „წითლების“ ახალ მუდმივ მთავარ მწვრთნელად დაინიშნება, მას შემდეგ რაც, გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა პირობებზე შეთანხმებას მიაღწიეს.
მიუხედავად იმისა, რომ სლოტმა ლივერპულთან მუშაობის პირველივე სეზონში პრემიერ ლიგის ტიტული მოიგო, რთულმა მეორე კამპანიამ მას თანამდებობის შენარჩუნების საშუალება არ მისცა.
მეორე სეზონში ტიტულების გარეშე დარჩენა და ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი წარმატების არქონა - რამდენიმე კვირიანი ყოყმანის შემდეგ, ლივერპულის ხელმძღვანელობამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი გაეთავისუფლებინა.
სლოტის წასვლისთანავე ანდონი ირაოლას სახელი აქტიურად განიხილებოდა. ეს ლოგიკურიც იყო, რადგან ესპანელ მწვრთნელს ბორნმუთთან კონტრაქტი ეწურება. მან გუნდი პრემიერ ლიგაში შთამბეჭდავ მე-6 ადგილზე გაიყვანა.
ფაბრიციო რომანომ განაცხადა, რომ მხარეები უკვე „პრინციპულ შეთანხმებას“ მიაღწიეს და ირაოლა უახლოეს პერიოდში ლივერპულის ახალ მთავარ მწვრთნელად უნდა დაინიშნოს.
სლოტის გარდა, ლივერპულს მოჰამედ სალაჰი, ენდი რობერტსონი და იბრაჰიმა კონატეც ტოვებენ.
ამგვარად, ბასკ სპეციალისტს საკმაოდ სერიოზული სამუშაო ელის, თუმცა მის განკარგულებაში იქნება როგორც ფინანსური რესურსები, ისე მაღალი დონის ფეხბურთელები.
საკმარისი იქნება თუ არა ეს იმისთვის, რომ ლივერპული კვლავ მწვერვალს დაუბრუნდეს, ამას დრო აჩვენებს.