-
Aa
+
ფონტის ზომა
ლივერპულის საფეხბურთო კლუბმა ეს ინფორმაცია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გაავრცელა.
ჩვენი მხარდაჭერა და სიყვარული შენთანაა, სერ კენი,
75 წლის შოტლანდიელი საფეხბურთო ლეგენდის მიმართ მხარდაჭერის უამრავი გზავნილი გავრცელდა.
„ენფილდის მეფე. ჩვენი ფიქრები და ლოცვები შენ და შენს ოჯახთანაა. მალე გამოჯანმრთელდი, ლეგენდავ. ამ კლუბში ყოველთვის ეყვარებიათ და ეყვარები,“ - დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
სერ კენიმ სელტიკის შემადგენლობაში 338 მატჩი ჩაატარა, სანამ 1977 წელს ლივერპულში გადავიდოდა იმ დროისთვის რეკორდული 440,000 ფუნტის სანაცვლოდ.
ლივერპულთან ერთად მან მოიგო ინგლისის პირველი დივიზიონის 6 ტიტული, 4 ლიგის თასი და 3 ევროპის ჩემპიონთა თასი. 1985 წელს ის მოთამაშე-მენეჯერი გახდა და კლუბს 3 პირველი დივიზიონის ტიტული და 2 FA თასი მოაგებინა, მათ შორის ისტორიული დუბლი - ჩემპიონატი და FA თასი 1986 წელს.
მოგვიანებით ის სხვადასხვა კლუბს წვრთნიდა, მათ შორის ბლექბერნს, ნიუკასლსა და სელტიკს, სანამ 2012 წელს ლივერპულში დროებითი მთავარი მწვრთნელის სტატუსით დაბრუნდებოდა.
საფეხბურთო ლეგენდამ, რომელიც ინგლისისა და ნიუკასლის“შემადგენლობაში თამაშობდა და მოგვიანებით ორივე გუნდს წვრთნიდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კვირას გაავრცელა და აღნიშნა, რომ დაავადება სხეულის სხვა ნაწილებზეც გავრცელდა.
კიგანის ოჯახმა ჯერ კიდევ იანვარში გაამხილა, რომ 75 წლის ყოფილი ფეხბურთელი კიბოს ებრძოდა, მას შემდეგ რაც საავადმყოფოში „მუცლის არეში არსებული ხანგრძლივი სიმპტომების დამატებითი გამოკვლევა“ ჩაუტარდა.
მას შემდეგ საფეხბურთო სამყარომ მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპის წლის ორგზის საუკეთესო ფეხბურთელს, რომელიც ბოლო თვეებში მკურნალობას გადის.
დიაგნოზის გამოცხადების შემდეგ ერთ-ერთ პირველ საჯარო გამოჩენაზე კიგანს ნიუკასლში დამსწრეები ფეხზე წამოდგომითა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დახვდნენ.
„ავტოსაგზაო შემთხვევაში მოვყევი და ამის გამო ოპერაციის გაკეთება დამჭირდა.
ოპერაციისთვის ჩატარებული სკანირების დროს აღმოაჩინეს, რომ კიბო მქონდა. მითხრეს, რომ ჩემს დაავადებასთან საბრძოლველად საუკეთესო ექიმი ჰყავდათ, რადგან ეს კიბოს მეოთხე სტადია იყო.
ასე რომ, მას შევხვდი. ის ლივერპულის გულშემატკივარი აღმოჩნდა, ამიტომ ვიცოდი, რომ მარტო არ დავრჩებოდი.
მან მითხრა: „კევინ, ამ ახალ მკურნალობას ძალიან კარგი შედეგები აქვს.“ მე ვკითხე: „რა არის თქვენი წარმატების მაჩვენებელი?“ მან მიპასუხა: „33%.“ მეგონა, 80% ან 90% იქნებოდა. 33%!
მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ აქ ვარ.“

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები